Nuts Farming

სახელმძღვანელოში განხილულია თხილის წარმოების მნიშვნელოვანი აქტუალური საკითხები, თეორიული და პრაქტიკული თემები: ბაღის დაპროექტება და გაშენება, ნიადაგის დამუშავება და ნაყოფიერების მართვა, სარგავი მასალის შერჩევა და წარმოება, თხილის ბაღის მოვლა: სხვლა-ფორმირება, მორწყვა, მცენარეთა დაცვის და მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ინტეგრირებული მეთოდები, მოსავლის აღება, შენახვა, სურსათის უვნებლობა და შრომის დაცვის თანამედროვე მოთხოვნები. განხილულია ბიზნეს-გეგმის შედგენის ძირითადი საკითხები და მისი მნიშვნელობა ფერმერული მეურნეობისათვის. აგრეთვე თხილის მწარმოებელი ფერმერული მეურნეობის დაგეგმვა და მართვა. სახელმძღვანელო სრულად ითვალისწინებს მეხილის პროფესიული სტანდარტის შესაბამისად თხილის წარმოების (გაშენება, მოვლა, გადამუშავება) მოთხოვნებს. იგი სარგებლობას მოუტანს როგორც პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს, ისე დარგის პრაქტიკოს – სპეციალისტებს და მკვლევარებს, ასევე ფერმერებს.