ახალი საფეხმავლო ბილიკები და ტურისტული შესაძლებლობები საქართველოსა და სომხეთის მოსაზღვრე რეგიონებში
გამოქვეყნებული 28 დეკ. 2022 წასაკითხი დრო 5 წუთი2022 წლის დეკემბერი - საქართველოსა და სომხეთს სოფლისა და სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვთ, თუმცა, COVID-19-ის პანდემიის გამო აღნიშნულმა სექტორმა მნიშვნელოვანი შეფერხება და უკუსვლა განიცადა. ეკონომიკის აღდგენის პროცესის პარალელურად, ტურისტულ ბაზარზე ახალი შესაძლებლობები გაჩნდა. კერძოდ, იზრდება საერთაშორისო მოთხოვნა ღია სივრცეში აქტივობებზე, აქტიურად ვითარდება გარე ტურიზმის შიდა და რეგიონული ბაზრები. წარმოქმნილი შესაძლებლობების ასათვისებლად, USAID-ის ეკონომიკური განვითარების, მმართველობისა და საწარმოთა ზრდის პროგრამის ფარგლებში (EDGE), „ფიფლ ინ ნიდ“ (PIN) საქართველოსთან თანამშრომლობით, რეგიონში სოფლისა და სათავგადასავლო ტურიზმის დაინტერესებულ მხარეთა და მხარდამჭერ აქტორთა ქსელი შეიქმნა, გაიზარდა მათი შესაძლებლობები ტურისტული ბაზრის ახალ სეგმენტებზე ვიზიტორების მოსაზიდად.
გრანტის ფარგლებში, PIN საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობდა ადგილობრივ პარტნიორებთან. მან მოიკვლია და მოაწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტსა და მცხეთა-მთიანეთის (არაგვის) რეგიონში, ასევე სომხეთში, შირაქისა და ლორის რეგიონებში და ისინი ტრანსკავკასიურ ბილიკს დაუკავშირა. აგვისტოსა და სექტემბერში, ორგანიზაციამ „ტრანსკავკასიური ბილიკი საქართველო“ მოიკვლია 122,9 კმ არაგვში და 200,8 კმ ახალქალაქის რეგიონში, სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით კი, მისმა პარტნიორმა ორგანიზაციამ სომხეთში შეისწავლა 102 კმ შირაქში და 110 კმ ლორის რეგიონში. აღნიშნული ბილიკებიდან, 190 კმ უკვე მონიშნულია. როგორც მოსალოდნელია, ისინი შეასრულებენ ერთგვარი „მაგნიტის“ როლს სოფლად ახალი ვიზიტორების მოსაზიდად, ადგილობრივი საწარმოები კი მიიღებენ საჭირო რესურსებს შესაძლებლობების გასაძლიერებლად, მცირე საგრანტო დახმარებას და სარეკლამო მასალებს ბიზნეს შესაძლებლობების მაქსიმალურად ასათვისებლად.
ციტირება საქართველოში და/ან სომხეთში ბილიკების მოკვლევაში ჩართული პირებისგან საკუთარი გამოცდილების შესახებ, რატომ არის ახალი ბილიკები მნიშვნელოვანი, რა სარგებლობა მოაქვს მათ რეგიონების ტურიზმის განვითარებისთვის; რა არის სამომავლო გეგმები.
ანა ფანჩულიძე, არაგვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი: „მიყვარს ლაშქრობა და ვცდილობ შაბათ-კვირა ყოველთვის მთაში გავატარო. მართალია, პირველად დავესწარი ტრენინგს ბილიკებისა და გარე ტურიზმის შესახებ, მაგრამ ბორჯომში ბილიკების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის შესახებ გამართულმა პრაქტიკულმა კურსმა მოლოდინს სრულად გადააჭარბა. მცხეთა-მთიანეთის რეგიონს (არაგვს) უდიდესი პოტენციალი აქვს, თუმცა, ამ ბოლო წლებში, სოფლები თანდათან ცარიელდება. ვფიქრობ, ახლად იდენტიფიცირებული ბილიკები ხელს შეუწყობს ჩვენს რეგიონში ტურიზმის განვითარებას. არაგვში ჯერ კიდევ რჩებიან ახალგაზრდები. ვფიქრობ, მთავარი ძალა ჩვენივე თავშია, რათა დავიწყოთ რესურსების მობილიზება მომავალში ახალი ბილიკების მოსაწყობად.“
პროგრამის „ტრანსკავკასიური ბილიკი - საზღვართაშორისი ტურიზმის განვითარება“ ძირითადი მიმართულებაა ადგილობრივი და რეგიონული ქსელების შექმნა და აქტივობების მდგრადობის უზრუნველყოფა. ადგილობრივმა განვითარების ჯგუფებმა (LAGs) და ქალთა რესურსცენტრებმა (WRCs) მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს თავიანთ რეგიონებში საჯარო, კერძო და სამოქალაქო საზოგადოების ძირითადი დაინტერესებული მხარეების გაერთიანებაში. მათ ხელი შეუწყვეს ახალი საფეხმავლო ბილიკების მოწყობისადმი ადგილობრივ დონეზე პირველადი მხარდაჭერის მოპოვებას, მომავალში კი, კოორდინაციას გაუწევენ ბილიკების მოვლა-პატრონობას.
სერგეი ხაჩატრიანი, LAG ახალქალაქის ვიცე-პრეზიდენტი ჩართული იყო ახალქალაქის რეგიონში ბილიკების შესწავლისა და მოწყობის ყველა ეტაპზე და კოორდინაციას უწევდა ადგილობრივი ბიზნესისა და დაინტერესებული მხარეების, მათ შორის განთავსების ობიექტებისა და ტურისტული სერვისების ადგილობრივი პროვაიდერების ჩართულობას. „ჩვენ [LAG ახალქალაქი] ეკონომიკურ მხარდაჭერას ვუწევთ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ტურიზმის განვითარებაში, გარემოსა და ბუნების დაცვაში. მიუხედავად იმისა, რომ ახალქალაქი ტურიზმის განვითარების მხრივ ჩამორჩება საქართველოს სხვა რეგიონებს, LAG-ი აქტიურად მუშაობს ტურისტული შეთავაზებების გაუმჯობესებაზე და მხარდაჭერას უწევს ადგილობრივ ტურისტულ სუბიექტებს. LAG ახალქალაქის თანამშრომლობა PIN-თან და საქართველოს ტრანსკავკასიურ ბილიკთან მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო და ფოკუსირებული იყო ტრენინგებზე, რომლებიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების ჩართვას ტურიზმის განვითარებასა და პოპულარიზაციაში. „ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ ოთხდღიან პრაქტიკულ ტრენინგში ბილიკების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის შესახებ, რომელიც ძალზე სასარგებლო აღმოჩნდა. ჩვენ ასევე ხელი შევუწყეთ 16 ადგილობრივი ტურისტული ბიზნესისა და სერვისის პროვაიდერის მონაწილეობას მარკეტინგისა და რეკლამირების შესახებ ტრენინგში, რამაც გაზარდა მათი შესაძლებლობები. ეს იყო ძალზე წარმატებული თანამშრომლობა. ჩვენ მუდმივად ვეძებთ შესაძლებლობებსა და ინიციატივებს რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის გასაძლიერებლად.“
საქართველოს ტურისტულ რუკაზე რეგიონის შედარებით დაბალი პროფილის გათვალისწინებით, მოეწყო პრომო ვიზიტები 15 ტუროპერატორისა და გიდისთვის, რომლებმაც შეისწავლეს რეგიონი, გაეცნენ ტურისტულ შეთავაზებებს და დაამყარეს კავშირები ტურისტული სერვისის ადგილობრივ მიმწოდებლებთან. მათ მოინახულეს კარწახი/ხოზაფინას ტბა, რომელიც ახალი ბილიკების არეალში შედის. ასევე მოინახულეს საოჯახო სასტუმროები ახლად იდენტიფიცირებული ბილიკების მიმდებარედ.
ციტატა ტუროპერატორისგან/გიდისგან, რომელიც მონაწილეობდა ახალქალაქში პრომო ვიზიტში-რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და რეგიონის სამომავლო პოპულარიზაციის პოტენციური გეგმების შესახებ.
ნანიტა ზაუტაშვილი, ტურისტული კომპანია „ნთრეველ ქუთაისის“ ტუროპერატორი: „ჩემთვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ვიზიტი ახალი თავგადასავლის დასაწყისი იყო. განსხვავებულმა ბუნებამ, კლიმატმა და ულამაზესმა ტბებმა წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინეს. ჩეხური ორგანიზაციის "ფიფლ ინ ნიდ"-ის მიერ ორგანიზებულ ტურზე, ფაქტობრივად, ხელახლა აღმოვაჩინე ეს ულამაზესი რეგიონი, საუცხოო ტბებითა და სილამაზით. ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის ტურისტული ბილიკების პოპულარიზაცია უაღრესად მნიშვნელოვანია. აქამდე, ბილიკების განვითარებას დიდ ყურადღებას არც კი ვაქცევდი. თუმცა, პრომო ტურმა მიბიძგა დამეწყო ამაზე ფიქრი. მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა მომენახულებინა ბილიკები და გავცნობოდი იქ არსებულ ტურისტულ სერვისებს. ვგეგმავ მომავალში ამ რეგიონში რამდენიმე ტური მოვაწყო. მივმართავ ჩემს ყველა ადგილობრივ თუ უცხოელ ტურისტს შემომიერთდნენ, რადგან ახალქალაქი მდიდარია ულამაზესი ღირშესანიშნაობებით“.
ოქტომბერში, PIN სომხეთის ოფისმა ლორისა და შირაქის რეგიონებიდან 20 სომხური ტურისტული ბიზნესისთვისა და მომსახურების მიმწოდებლისთვის მარკეტინგისა და რეკლამირების საკითხებზე ტრენინგი მოაწყო, რაც მიზნად ისახავდა მათი ცოდნისა და შესაძლებლობების გაძლიერებას ტურიზმის განვითარების მიმართულებით. მონაწილე ათმა მცირე და საშუალო ბიზნესმა გამოხატა ინტერესი და კონსულტანტთან თანამშრომლობით მარკეტინგული გეგმა შეიმუშავა. გარდა ამისა, „ფიფლ ინ ნიდ“-ი სარეკლამო მასალებით დაეხმარა საქართველოსა და სომხეთის რეგიონებიდან თექვსმეტ ტურისტულ მცირე და საშუალო ბიზნესს. მაგალითად, PIN სომხეთის ოფისმა მოიწვია Absolute Armenia, სპეციალიზებული სამოგზაურო ბლოგი - ბლოგერები ეწვივნენ მცირე და საშუალო ბიზნესებს ლორისა და შირაქის რეგიონებში, შექმნეს სტატიები და პოსტები საკუთარ ვებ გვერდსა და Facebook გვერდზე მათი საქმიანობის პოპულარიზაციისთვის.
ციტატა სომხეთის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლისგან, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მარკეტინგის შესახებ ტრენინგში, შეიმუშავა მარკეტინგული გეგმა და/ან იყო წარმოდგენილი Absolute Armenia ბლოგზე. როგორია მათი ტურისტული ბიზნესი, როგორი იყო მათი გამოცდილება პროექტთან დაკავშირებით, რა სარგებელი მიიღეს ტრენინგიდან, მარკეტინგულ გეგმიდან, სარეკლამო მასალებიდან. რა სარგებელს მიიღებენ ისინი Absolute Armenia-ს ბლოგების/პოსტების შედეგად?
არევიკ იეღიაზარიანი, WINNET Vanadzor-ის (ქალთა რესურსცენტრის) თანადამფუძნებელი: „მარკეტინგის ტრენინგმა გაგვიხსნა ახალი პერსპექტივები ტურისტული მასტერკლასებისა და სოციალური მეწარმეობის იდეებზე. ტრენინგებიდან მიღებული ცოდნის გამოყენებით, ჩვენ შევძელით შეგვექმნა სერვისები და შეგვემუშავებინა მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც ამ პროცესში ჩვენთვის გზამკვლევის როლს შეასრულებს. ასევე, ინდივიდუალური ქოუჩინგის წყალობით, ჩვენ დავხვეწეთ სტრატეგია და შევიმუშავეთ მრავალი იდეა, თუ როგორ გავხადოთ ორგანიზაცია უფრო მდგრადი, თუ როგორ შევძლოთ მეტი ქალისა და ახალგაზრდის მხარდაჭერა. ამ პროცესში Absolute Armenia-ის ვიზიტი და სტატია დამატებითი იმპულსი აღმოჩნდა, რადგან ამის შედეგად ჩვენი მომსახურებით უამრავი ადამიანი დაინტერესდა “.
ჰასმიკ პეტროსიანი, Gohar-ის წარმომადგენელი: „მარკეტინგული მხარდაჭერის წყალობით (ტრენინგი, სტრატეგიის შემუშავება, ქოუჩინგი, რეკლამირება), ჩვენ გავიცანით დარგის პროფესიონალი ექსპერტები; Absolute Armenia-ს გვერდზე ჩვენ შესახებ სტატია დაიწერა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვუმასპინძლეთ გიდებსა და ჟურნალისტებს გაცნობით ვიზიტებზე, რასაც უაღრესად დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. გამოქვეყნდა პუბლიკაციები სოციალურ ქსელებში და გაიზარდა Gohar ბრენდის ცნობადობა“.