ხელს უწყობს მცირე გლეხებისა და მათი ოჯახების მიერ სიღარიბიდან თავის დაღწევას.
PIN უზრუნველყოფს ფერმერული კოოპერატივების შექმნას, მათ წვდომას ინფორმაციის, ბაზრებისა და სერვისებისადმი, რომლებიც არსებითად მნიშვნელოვანია მათი საარსებო წყაროს გასავითარებლად. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, PIN-ი ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა სექტორის წარმო- მადგენლებს, ფერმერებიდან დაწყებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული ასოციაციების ჩათვლით და ხელს უწყობს მათი შესა- ძლებლობების გაძლიერებას. PIN-მა დანერგა LEADER მიდგომა საქართველოში და შექმნა ადგილობრივი მოქმედების ჯგუფები, რომლებიც თავად განსაზღვრავენ თუ რა ტიპის ინვესტიციებია საჭირო სოფლის მეურნეობის დივერსიფიკაციის და ახალგაზრდების სოფლად დარჩენის შესაძლებლობებით უზრუნველყოფის მიზნით.
Ongoing ActivitiesანPast Activities
არაგვის განვითარების ჯგუფი
1) ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარება საბაზრო სისტემების გაძლიერებით და ამავდროულად, გრანტების გამოყოფით აღნიშნულ სექტორებში მოღვაწე მეწარმეების სწრაფი ზრდის უზრუნველყოფის მიზნით;
2) ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება მათი შესაძლებლობების გაზრდისა და ცნობიერების ამაღლების გზით, განსაკუთრებული აქცენტით ადგილობრივი კულტურისა და მემკვიდრეობის შესახებ ცოდნის გაღრმავებაზე, გენდერულ საკითხებსა და გარემოს დაცვაზე.
3) ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) შექმნა LEADER მიდგომის საფუძველზე, რომელიც შეასრულებს მობილიზების, დისკუსიისა და ცოდნის გაზიარების კუთხით ცენტრალური პლატფორმის როლს. LAG-ი შეიმუშავებს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიას (LDS) სამიზნე არეალისთვის და უზრუნველყოფს მის განხორციელებას ამ პროექტით გათვალისწინებული საგრანტო კომპონენტის მართვის გზით. მთელი პროცესის მანძილზე, LAG უზრუნველყოფს სამი განსხვავებული თემის, ასევე სპეციფიკური მარგინალიზირებული ჯგუფების, როგორიცაა ახალგაზრდები, ქალები, მოშორებულ ადგილებში მცხოვრები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, დაბალანსებულ წარმომადგენლობას და მონაწილეობას. LAG ასევე შეასრულებს ერთგვარი პლათფორმის როლს არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობისა და კოორდინაციისთვის.
პროექტის განხორციელებასა და კოორდინირებას უზრუნველყოფს ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“, რომელიც დაეყრდნობა LEADER მიდგომის გამოყენებით მეზობელი მთიანი მუნიციპალიტეტის - ყაზბეგისა და სოციალ-ეკონომიკურად გაჭირვებული რაიონის - წყალტუბოს განვითარების პროცესში მის მიერ შეძენილ მდიდარ გამოცდილებას.
ტრანსკავკასიური ბილიკი - საზღვართაშორისი ტურიზმის განვითარება
პროექტის განხორციელების ვადა: 04/2022 – 02/2023
პროექტის პარტნიორები: „ფიფლ ინ ნიდ“ სომხეთის ოფისი ტრანსკავკასიური ბილიკი საქართველო, ტრანსკავკასიური ბილიკი სომხეთი
პროექტის დაინტერესებული მხარეები:
არაგვის LAG, ახალქალაქის LAG, სომხეთის ქალთა რესურს-ცენტრები (WINNET)
საერთო მიზანი: რეგიონული პროექტი მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობისა და სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით ახალი ქსელის განვითარებას
პროექტის განხორციელების არეალი: პროექტი ხორციელდება საქართველოში (დუშეთისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში) და სომხეთში (ლორის და შირაქის რეგიონებში)
პროექტის სამიზნე ჯგუფები: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, საჯარო სექტორის წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლება, დაცული ტერიტორიები, ტურისტული კომპანიები, ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრები (LAGs), ქალთა რესურსცენტრები (WRCs), საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაცია (GALAG).
პროექტის ძირითადი აქტივობები:
- საქართველოსა და სომხეთში თეორიული და პრაქტიკული ტრენინგების ორგანიზება საფეხმავლო ბილიკების მოწყობაზე;
- საგრანტო კონკურსის მეშვეობით 4 ტურისტული საწარმოს შერჩევა და მხარდაჭერა;
- წინასწარი მოკვლევის საფუძველზე არაგვის ხეობაში, ახალქალაქში, ლორისა და შირაქის რეგიონებში ახალი საფეხმავლო ბილიკების იდენტიფიცირება და მონიშვნა Open Street Map-ზე;
- სამიზნე რეგიონებში ტურისტული ინფრასტრუქტურის შეფასება და ხარვეზების ანალიზი;
- მარკეტინგის თემაზე მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ჩატარება;
- პრომო-მასალების შექმნა 16 სამიზნე მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის;
- არაგვის ბილიკის მულტიმედიური გზამკვლევის შემუშავება და გამოცემა;
- საერთაშორისო და შიდა ტურისტულ ბილიკებზე სარეკლამო კამპანიის წარმოება
წყალტუბოს განვითარების ჯგუფი (LAG)
პროექტის აგრეთვე მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის ინტეგრირებულ, მდგრად და მონაწილეობით განვითარებას LEADER მიდგომის დანერგვის გზით, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სოფლის მოსახლეობის დასაქმებას, ეკონომიკის განვითარებას, თემის გაძლიერებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
LEADER მიდგომის ამოსავალი პრინციპია ადგილობრივი მოსახლეობის, კერძო და სამოქალაქო აქტორებისა და ინდივიდუალური პირების სრულად მოცვა, მათ შორის ადგილობრივ დონეზე პარტნიორული ურთიერთობების ფორმირების ხელშეწყობა და ადგილობრივი რესურსების მეტად ეფექტური მიმართვა განვითარების ინიციატივებზე. ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიურ და ენთუზიაზმით აღსავსე წარმომადგენლებს, მეწარმეებს, ფერმერებს, სსო-ებს, მოქალაქეებს, იძულებით გადაადგილებულ პირთა საინიციატივო ჯგუფებს და სხვა მნიშვნელოვან ადგილობრივ მოთამაშეებს ეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი სტრატეგიის დაგეგმვის პროცესში და გახდნენ ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრები.
LAG-ისა და პროექტის გუნდის მიერ ერთობლივად ჩატარებული რეგიონული კვლევის, ასევე თემის სხვა წევრებისგან მიღებული არსებითი უკუკავშირის საფუძველზე, LAG-ის წევრები განსაზღვრავენ სოფლის განვითარების სტრატეგიას. სტრატეგიის შემუშავების შემდეგ, ისინი აცხადებენ კონკურსს ადგილობრივი მოსახლეობისგან წინადადებების მისაღებად და გასცემენ მცირე გრანტებს სტრატეგიით განსაზღვრულ პრიორიტეტულ სფეროებში პროექტების განსახორციელებლად. მთლიანი პროცესი გამჭვირვალე და ღიაა წყალტუბოს ნებისმიერი მკვიდრისთვის.
პროექტი ასევე ითვალისწინებს სამიზნე ჯგუფებისთვის შესაძლებლობების განვითარების კომპონენტს, რათა წარმატებით მოხდეს ახალი მეთოდოლოგიის დანერგვა და უზრუნველყოფილ იქნას პროექტის შედეგების მდგრადობა. თუკი გავითვალისწინებთ LEADER-მიდგომის დანერგვის მიმართულებით ევროკავშირის ქვეყნების ხანგრძლივ ისტორიასა და მდიდარ გამოცდილებას, ასევე ყაზბეგისა და ახალქალაქის LAG ჯგუფების გამოცდილებას, აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს აქტიური პირების მიერ სოციალური ქსელების მობილიზებას, საზოგადოების მონაწილეობის გაძლიერებას და ეკონომიკის განვითარებას. ინდივიდუალური პროექტების მცირე გრანტებით მხარდაჭერა შესაძლოა გახდეს მისაბაძი ეფექტური მოდელი. ქსელების ფორმირება ხელს უწყობს ინოვაციების დანერგვას მოშორებულ ადგილებში.
განმახორციელებელი: People in Need
პარტნიორი: ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
მეფუტკრეობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში
პროექტის პირდაპირი სამიზნე ჯგუფებია: მცირე და საშუალო ზომის მეფუტკრეები; საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრების (ICC) თანამშრომლები; კავშირი-ასო- ციაცია „აგორას" რეგიონალური საგანმანათლებლო და საკონსულტაციო მეფუტკრე- ობის ცენტრის პერსონალი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის თანამშრომლები.
პროექტის ამოცანები/მოსალოდნელი შედეგები:
✔ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში საერთაშორისო სერტიფი- ცირებული მეთოდების დანერგვა და აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ მეფუ- ტკრეობის პროდუქტების ხარისხის კონტროლი, რაც საშუალებას მისცემს ლაბორა- ტორიას გასცეს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატი. აკრედიტაციის მიღებით შე- საძლებელი იქნება თაფლზე ხარისხიანი კონტროლის განხორციელება, რაც არა მხო- ლოდ დადებითად აისახება შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი პროდუქციის უსა- ფრთხოებაზე, არამედ გაზრდის პროდუქციის ექსპორტს საერთაშორისო ბაზარზე;
✔ მცირე და საშუალო მეფუტკრეთა მიერ ფუტკრის მოშენებისა და ფუტკრის პროდუქციის წარმოების ახალი და ეფექტური მეთოდების დანერგვა, მათი ცოდნისა და შესაძ- ლებლობების ამაღლება საჭიროებებზე დაფუძნებული ტრენინგ-სემინარების ჩატარების გზითა და ტექნიკური საგრანტო მხარდაჭერით, რაც გამოიწვევს იმ ადგილობრივ მეფუტკრეთა წილის ზრდას, რომლებიც იყენებენ თანამედროვე მეთოდებს, ასევე სა- მომავლოდ განაპირობებს ფერმერების მიერ ხარისხიანი თაფლის წარმოებას და ფუტკრის სხვა პროდუქციის მოცულობისა და ღირებულების გაზრდას.
✔ კავშირი-ასოციაცია „აგორას" მეფუტკრეობის რეგიონალური, მრავალფუნქციური საგანმანათლებლო-საკონსულტაციო ცენტრის დაარსების და ეფექტური ფუნქციონი- რების ხელშეწყობა. ცენტრი წარმართავს მცირე და საშუალო მეფუტკრეების თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, ორგანიზებას გაუწევს მეფუტკრეობის პროდუქტების გა- მოფენა/გაყიდვებს და ხელს შეუწყობს მათ პოპულარიზაციას.
სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში
ევროკავშირის ფიტოსანიტარული სტანდარტები საქართველოსთვის
ქართული მცენარეებისა და მცენარეული პროდუქტებისთვის ევროკავშირის ბაზრის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ქვეყნის სოფლის მეურნეობის სექტორმა წარმატებით უნდა დანერგოს ევროკავშირის კანონმდებლობა ფიტოსანიტარულ სფეროში, განსაკუთრებით მცენარეთა ჯანმრთელობის, პესტიციდებისა და სასუქების, ლაბორატორიების კუთხით. PIN იმუშავებს სხვადასხვა ადგილობრივ პარტნიორებთან, რათა მოახდინოს მცენარეული პროდუქტების მწარმოებლების ინფორმირებულობა ფიტოსანიტარული სტანდარტების შესახებ, რათა მათ შეძლონ თავიანთი პროდუქცია მოიყვანონ ევროპული და მსოფლიო ბაზრის სტანდარტებთან შესაბამისობაში.
ყაზბეგის განვითარების ჯგუფი
კვლევები, მონიტორინგები და შეფასებები ხელს შეუწყობს ადგილობრივ კონტექსტში ადაპტირებულ LEADER-ის მიდგომის განხორციელებას, რომელიც თავის მხრივ საქართველოში სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების გარანტი იქნება.
LEADER-ის მიდგომის ძირითადი პრინციპია შეკრას ყველა მიმართულების მოთამაშე, ეს იქნება ადგილობრივი მთავრობა, კერძო თუ სამოქალაქო სექტორი, ისევე როგორც რაიონის მკვიდრნი და ჩამოაყალიბოს მათ შორის მჭიდრო თანამშრომლობა, რათა მოხდეს ადგილობრივი რესურსების უფრო ეფექტური გამოიყენება.
ყაზბეგის რაიონის ადგილობრივ თვითმართველობა, მეწარმეები, ფერმერები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მოქალაქეები და სხვა მნიშვნელოვანი მოთამაშეები როგორიც არის ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია არიან მოწვეულნი მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი სტრატეგიის შემუშავებაში და გახდნენ ადგილობრივი მოქმედების ჯგუფის წევრები.
სტრატეგიის შემუშავების შემდეგ ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის გამოცხადდება მცირე საგრანტო კონკურსი. მთელი ეს პროცესი იქნება გამჭვირვალე ყაზბეგის მაცხოვრებლებისათვის.
იმისათვის რომ მოხდეს ინოვაციური მეთოდოლოგიის ეფექტური დანერგვა პროექტი ითვალისწინებს მიზან ჯგუფებისათვის უნარების განვითარებას. ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილებას თუ მიმოვიხილავთ, დავინახავთ რომ ეს მიდგომა აქტიურ ინდივიდებს აძლევს საშუალებას მოახდინონ სოციალური ქსელების მობილიზება, ასევე ზრდის სამოქალაქო ჩართულობა რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.
მცირე გრანტებით მხარდაჭერლი ინდივიდუალური პროექტები შეიძლება გახდნენ მიბაძვის პოზიტიური მოდელები.