© Foto: რამაზ ჭიჭინაძე

PIN-ის მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას , სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები

და სხვა დაინტერესებული მხარეები კონსტრუქციულად იქნებიან ჩართულნი ადგილობრივ თემში არსებული მწვავე საკითხების მოგვარების პროცესში. ამ მიზნით, PIN-ი იყენებს თანამონაწილეობრივი გადაწყვეტილების მიღების მექანიზმებს. კერძოდ, ორგანიზაცია

ხელს უწყობს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლების შესაძლებლობების ამაღლებას. PIN-ი გასცემს გრანტებს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მუნიციპალიტეტებსა და აქტიურ მოქალაქეებზე, კერძოდ კი, ახალგაზრდებზე და ამგვარად, ხელს უწყობს მათ მიერ საზოგადოებრივი საკითხების ერთობლივი გადაჭრის მცდელობებს; ამავდროულად, PIN-ის მიზანია წაახალისოს ადგილობრივი პროცესების დაფინანსება თავად ამ ერთეულების მიერ.

სრული ტექსტი ნაკლები ტექსტი

Ongoing ActivitiesანPast Activities

მდგრადი სასურსათო სისტემის დანერგვა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით

მდგრადი სასურსათო სისტემის დანერგვა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით

პროექტი, რომელიც წარმოადგენს თანამშრომლობას People in Need (PIN), საქართველოს წითელ ჯვარს (GRC), პარკი არ მინდას (PAM) და Eliots-ს შორის, მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების აქტორების გაძლიერებას საკვების ნარჩენების შემცირებისა და საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების გაზრდის მხარდასაჭერად, განსაკუთრებული აქცენტით წყალტუბოს მუნიციპალიტეტზე. ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული ეს ინიციატივა აერთიანებს მრავალფეროვანი პარტნიორების ექსპერტიზას საკვების ნარჩენებსა და არასაკმარისობასთან დაკავშირებული მწვავე საკითხების გადასაჭრელად.

მიზნები:
ზოგადი მიზანი: სამოქალაქო საზოგადოების აქტორები გაძლიერებულები არიან საკვების ნარჩენების შემცირებისა და საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების გაზრდის მხარდასაჭერად.
კონკრეტული მიზანი: სამოქალაქო საზოგადოების აქტორები და ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი ეფექტურად უწყობენ ხელს საკვების ნარჩენების შემცირებასა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოწყვლადი მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების გაზრდას.

სამიზნე ჯგუფები:

  1. ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი (LAG) წყალტუბო, რეგისტრირებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები (CSO) და არაფორმალური ჯგუფები წყალტუბოსა და მიმდებარე ტერიტორიებზე.
  2. საკვების ბიზნეს ოპერატორები (FBO), როგორიცაა სუპერმარკეტების საცალო მოვაჭრეები, დისტრიბუტორები და HORECA-ს აქტორები წყალტუბოსა და თბილისში.
  3. პირველადი საკვების მწარმოებლები (ფერმერები) წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და მიმდებარე ტერიტორიებზე.
  4. მომხმარებლები და რესტორნების სტუმრები.
  5. სასურსათო არასაკმარისობის მქონე ადამიანები წყალტუბოსა და მიმდებარე ტერიტორიებზე.
  6. სამთავრობო სტრუქტურები, მათ შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (MEPA), სურსათის ეროვნული სააგენტო (NFA), ფინანსთა სამინისტრო (MoF), შემოსავლების სამსახური, აგრარული კომიტეტი და წყალტუბოს მუნიციპალიტეტი.
  7. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO).

პროექტის აქტივობები: პროექტი დაეყრდნობა PIN-ისა და წითელი ჯვრის მოძრაობის გლობალურ გამოცდილებას სასურსათო უსაფრთხოების, ნარჩენების მართვისა და კლიმატის ცვლილების შერბილების საკითხებში, რათა პილოტირება გაუკეთოს საკვების ბანკის ინტერვენციას. ეს ინტერვენცია გადაანაწილებს FBO-ების მიერ შემოწირულ გაუყიდავ საკვებ პროდუქტებს წყალტუბოში სასურსათო არასაკმარისობის მქონე ადამიანებისთვის. ამასთანავე, იგი გააძლიერებს LAG წყალტუბოსა და სხვა ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების აქტორებს, რათა ხელი შეუწყოს ადგილობრივი სასურსათო არასაკმარისობის მქონე ადამიანებისთვის საკვების მიწოდებას. ეს მოიცავს მათ ჩართულობას სასურსათო არასაკმარისობის მქონე ადამიანების იდენტიფიცირებაში, საკვები პროდუქტების დისტრიბუციაში, ადგილობრივ ფერმერებთან თანამშრომლობის ხელშეწყობასა და ცნობიერების ამაღლების კამპანიების წარმართვაში საკვების ნარჩენებისა და საკვების დანაკარგების შესახებ.

მოსალოდნელი ზეგავლენა:

  • საკვების ნარჩენების შემცირება.
  • სათბურის გაზების ემისიების შემცირება.
  • ადგილობრივ მოსახლეობაში კვებითი დაუცველობის შემცირება.