ჩეხეთის სენატის დელეგაციამ საქართველოში მხარდაჭერილი პროექტები მოინახულა
გამოქვეყნებული 10 მაი. 2019 წასაკითხი დრო 1 წუთი2000-იანებიდან მოყოლებული პოლიტიკური, სოციალური თუ ომით გამოწვეული კრიზისების დროს, ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი და საუკეთესო მეგობარი იყო!
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ჩეხმა ხალხმა საქართველოს მრავალი მიმართულებით გაუწია მხარდაჭერა, ეს იქნებოდა ჰუმანიტარული დამხარება თუ სოფლის მეურნეობისა და ადამიანის უფლებების განვითარება.
ორ ქვეყანას შორის მეგობრობა დღესაც აქტიურად გრძელდება და ჩეხეთის რესპუბლიკა კვლავაც აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.
გასულ კვირას, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის ვიცე-პრეზიდენტი, მილან შტეჰი, სენატის სოფლის მეურნეობის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე, მირსლავ ნენუტილი და ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები, ევროკავშირის ენპარდის პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილ ბოსტნეულის მწარმოებელ კოოპერატივ "ქვიტირს" სტუმრობდნენ. აღნიშნული კოოპერატივი თანადაფინანსებულია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ.
კოოპერატივს პროექტის ფარგლებში გადაეცა წარმოების მთლიანი ჯაჭვის მანქანა დანადგარები, რამაც მათ საშუალება მისცათ გაეზარდათ წარმოების მოცულობა, ხარისხი და შესაბამისად შემოსავალი. შედეგად კოოპერატივი წარმატებულად ოპერირებს როგორც შიდა ისევე საერთაშორისო ბაზარზე.