ერთად აღმოვაჩინოთ სამცხე-ჯავახეთი, საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი რეგიონი

გამოქვეყნებული 4 ნოე. 2022 წასაკითხი დრო 1 წუთი
ერთად აღმოვაჩინოთ სამცხე-ჯავახეთი, საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი რეგიონი
© Foto: PIN

სამცხე-ჯავახეთი საქართველოს იმ რეგიონების რიცხვშია, რომელსაც უდიდესი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. ყოველივე ამის აღმოსაჩენად, ტურ-ოპერატორებთან და გიდებთან ერთად ახალქალაქს ვესტუმრეთ.

ფიფლ ინ ნიდ-ის პროექტის ფარგლებში “ტრანსკავკასიური ბილიკი, საზღვართაშორისი ტურიზმის განვითარება“ ადგილობრივ ტურ ოპერატორებსა და გიდებს საშუალება ჰქონდათ მოენახულებინათ კარწახის იგივე ხოზაფინის ტბა, რომელიც ტრანსკავკასიური ბილიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ასევე, ტურ-ოპერატორები შეხვდნენ ადგილობრივ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც ტურისტებს სთავაზობენ სხვადასხვა სერვისებს, მათ შორის სასტუმროს, კვებით მომსახურებას, თაფლის მოპოვებას, თევზაობას, ღვინისა და არყის წარმოებას, ველო/კვადრო და ჯიპ ტურებს.

პროექტის ფარგლებში ივლისი-სექტემბრის თვეში ორგანიზაციამ „ტრანსკავკასიური ბილიკი საქართველო“ სამიზნე რეგიონებში ჩაატარა საველე სამუშაოები, მოიკვლია ბილიკები 300-ზე მეტი კმ-ზე და ახალი ბილიკები მონიშნა Open Street Map-ზე.

პრომო-ვიზიტი მიზნად ისახავდა ახლადგამოვლენილი ბილიკების შესახებ ტურ-ოპერატორებისთვის ინფორმაციის გაზიარებას და ამ ბილიკების მიმდებარედ არსებული სერვისების გაცნობას.


პროექტი "ტრანსკავკასიური ბილიკი - საზღვართაშორისი ტურიზმის განვითარება" რომელიც დაფინანსებულია USAID/Georgia-ის ეკონომიკური განვითარების, მმართველობისა და საწარმოთა ზრდის (EDGE) პროგრამის ფარგლებში, მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთს შორის სოფლის მეურნეობისა და სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით ახალი ქსელის განვითარებას. 
Autor: PIN