კონფერენცია "სურსათის უვნებლობა საქართველოში"
გამოქვეყნებული 22 მარ. 2019 წასაკითხი დრო 1 წუთიგუშინ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, ორგანიზაციამ „ფიფლ ინ ნიდ“ გამართა კონფერენცია თემაზე „სურსათის უვნებლობის მომავალი საქართველოში“.
გამომსვლელებმა, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა, დაინტერესებულმა მხარეებმა განიხილეს აგრო ბაზრის წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი გამოწვევები და საკითხები. მათ ხაზი გაუსვეს საქართველოში ფიტოსანიტარული სტანდარტებისა და, ზოგადად, საკვები პროდუქტების ხარისხის სტანდარტების დანერგვის მნიშვნელობას. კონფერენცია ორგანიზებულ იქნა პინ-ის პროექტის დასკვნითი ღონისძიების „ფიტოსანიტარული რეფორმა - ურთიერთობის კომპონენტი“ ფარგლებში. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს ფერმერების შესაძლებლობების განვითარებას მათ მიერ ევროკავშირთან ვაჭრობისთვის საჭირო სტანდარტების დაკმაყოფილების კუთხით.
აღნიშნულის ფარგლებში, ჩვენ გავწიეთ ინტენსიური საქმიანობა, რომელიც მოიცავდა მთელ რიგ აქტივობებს, მათ შორის: ტრენინგებს ინფორმაციის გამავრცელებელ პირთათვის, მოკლე ტექსტური შეტყობინებების ფერმერთათვის დაგზავნას, ვიდეო გაკვეთილებს, ფერმერებთან პირად შეხვედრებს, მედია საშუალებებში სატელევიზიო თოქ-შოუებისა და სატელევიზიო პრომო ვიდეოების გაშვებას. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: www.peopleinneed.cz/phyto
Check www.peopleinneed.cz/phyto for more info.