მოწვევა პარტნიორის შესარჩევად
გამოქვეყნებული 17 აგვ. 2021 წასაკითხი დრო 1 წუთიპროექტის განმახორციელებლის შესახებ: People in Need (PIN) არის ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია ჰუმანიზმის, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის იდეალებზე, სადაც ადამიანის ღირსება და თავისუფლება ფუნდამენტურ ფასეულობებადაა მიჩნეული. ორგანიზაცია ბოლო 25 წლის განმავლობაში 50 – ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს, PIN გახდა ცენტრალური ევროპის ერთ – ერთი უდიდესი არაკომერციული ორგანიზაცია.
People in Need (PIN) საქართველოში 2006 წლიდან მუშაობს. ამჟამად ორგანიზაცია მხარს უჭერს და ხელს უწყობს ადგილობრივების მიერ ინიცირებულ განვითარებას, ცდილობს გრძელვადიანი შედეგების მიღწევას ახალგაზრდების ჩართულობით და სისტემური ცვლილებების განხორციელებით, ინკლუზიური, მტკიცებულებებზე დაფუძნებული, გარემოსდაცვით პრაქტიკასა და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული ინტერვენციით.
თუ თქვენ წარმოადგენთ არასამთავრობო ორგანიზაციას/მედია საშუალებას არა დომინანტური ეთნიკური ჯგუფის ხელმძღვანელობით, რეგისტრირებული როგორც ა(ა)იპ და გინდათ წვლილი შეიტანოთ გრძელვადიანი გადაწყვეტილებების ადვოკატირებაში, რომელიც ეხება არა-დომინანტური ეთნიკური ჯგუფების გამოწვევებს, გამოვლენილს COVID -19– ით, კონკურსი არის თქვენთვის!
მოწვევა პარტნიორობისათვის ხორციელდება რეგიონული პროექტის- „ევროკავშირის COVID-19 სოლიდარობის პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში 2020-2022“ - ფარგლებში, პროექტის დაფინანსებული ევროკომისიის მიერ
ადვოკატირებისათვის დასაშვები მიმართულებები:
- ჯანდაცვა (ჯანდაცვის სერვისების, ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა)
- სოციალური დაცვა (სოციალური მომსახურება და სხვა)
- განათლება
- ეკონომიკური აღდგენა
- ადამიანის უფლებები (მათ შორის, დისკრიმინაცია, დეზინფორმაცია და სხვა).
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ დანართის სახით წარმოდგენილ დოკუმენტებში:
განაცხადის ფორმის და შესაბამისი დოკუმენტების ნაკრების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 12 სექტემბერი ელექტრონულ მისამართზე: geo.covid@peopleinneed.cz
გთხოვთ, სათაურის ზოლში მიუთითოთ: COVID-19 Solidarity Programme - Call for Partnership