მოხარული ვართ, წარმოგიდგინოთ PIN-ის ახალი ლოგო!
გამოქვეყნებული 30 მაი. 2022 წასაკითხი დრო 1 წუთი„ფიფლ ინ ნიდ“-ის ლოგო თითქმის 30 წლის წინ შევარჩიეთ. ჩვენ ვიცოდით ორგანიზაციის სახელი, ასევე ვიცოდით, რომ ლოგოს ის ვითარება უნდა გამოეხატა, რომელშიც იმ პერიოდში გვიწევდა საქმიანობა, რაც ძირითადად, საომარი კონფლიქტები იყო. ფრანც კაფკას ნახატი და ლოგოს შავ-თეთრი შეფერილობა იდეალურად მიესადაგა სიტუაციას. თუმცა, მას შემდეგ, ჩვენ განვითარების გრძელი გზა განვვლეთ,“ ამბობს შიმონ პანეკი, ორგანიზაციის დირექტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი.
"სწორედ ამიტომ, მომდევნო 30 წლის მანძილზე, ჩვენ შეგვიძლია გადავერთოთ ისეთ რამეზე, რაც ანალოგიური იქნება სახელის, ღირებულებების, საქმისადმი მიდგომისა და იმ ხალხის პატივისცემის თვალსაზრისით, ვის საკეთილდღეოდ და ვისთან ერთადაც ჩვენ ვმუშაობთ. ამავდროულად, სავსე იქნება მეტი თავდაჯერებულობით, მეტი ენერგიით მათ მიმართ, ვინც გვაფერხებს. ნაცვლად შავ-თეთრისა, ახალი ლოგო იქნება მუქი ლურჯი და მასში გაერთიანებული იქნება ის ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ ომის დროს ჰუმანიტარული დახმარების მიღმა. მაგალითად, განათლება, თანამშრომლობა განვითარების უზრუნველსაყოფად, მოსახლეობის ხელშეწყობა და წახალისება საკუთარ ხელში აიღონ ინიციატივა.
ვფიქრობთ, რომ ახალი ლოგო, რომელიც მართლაც მშვენიერია, ამ ყოველივეს აერთიანებს. იმედი გვაქვს ის თქვენს მოწონებას დაიმსახურებს. მადლობა!