ჩეხეთის განვითარების სააგენტომ და კავშირი-ასოციაცია „აგორამ“ მეფუტკრეობის ცენტრის მუდმივი მხარდაჭერის შესახებ ორმხრივ შეთანხმებას ხელი მოაწერეს
გამოქვეყნებული 29 ივლ. 2021 წასაკითხი დრო 1 წუთი„People in Need საქართველომ“, საქართველოში ჩეხეთის საელჩოს, თბილისის მერიასა და კავშირ-ასოციაცია „აგორა“-სთან თანამშრომლობით თბილისში, ბაგებში არსებული მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრის ღონისძიება გამართა.
ღონისძიების ფარგლებში, ჩეხეთის განვითარების სააგენტომ (CzDA) და ასოციაცია „აგორამ“ ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას მათ შორის პარტნიორობის პირობების დადგენისა და მეფუტკრეობის ცენტრის მუდმივი მხარდაჭერის შესახებ.
მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრი აშენდა და აღიჭურვა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ პროექტის „მეფუტკრეობის მდგრადი განვითარება“ ფარგლებში „People in Need“ საქართველოს, კავშირი ასოციაციის „აგორა“-სა და თბილისის მერიის პარტნიორობით.
- ცენტრის სტრატეგიული ხედვა ეფუძნება სასოფლო/საქალაქო კავშირს, მდგრად სოფლის მეურნეობასა და ,,თბილისი, როგორც მწვანე ქალაქის“ ხედვას;
- ცენტრის მთავარი პრინციპებია გარემოს დაცვა, მდგრადი რესურსის გამოყენება და ეკონომიკური ზრდა;
- ცენტრის მიზანია საქართველოს მეფუტკრეობის სექტორის განვითარება და პოპულარიზაცია.
2021 წელს პროექტის “მეფუტკრეობის მდგრადი განვითარება საქართველოში ” ექსტენციის ფარგლებში, ორგანიზაცია PIN-ის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია მრავალფუნქციური რეგიონალური მეფუტკრეობის ცენტრისა და კავშირი-ასოციაციის „აგორა“-ს ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერებაზე; პროექტის დასრულებამდე, მოხდება PIN–ის მხრიდან „აგორა“-სთვის ყველა ორგანიზაციული პასუხისმგებლობის ეტაპობრივი გადასვლა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ორივე ორგანიზაციის როლს და მოახდენს ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელოვან გაფართოებას.