პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

ჩვენ ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კერძოდ, ჩვენ ვუზრუნველყოფთ პერსონალური მონაცემების დაცვას  (EU) 2016/679  რეგულაციის მიხედვით მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR).  2018 წლის 25 მაისიდან, GDPR მოქმედებს ევროკავშირის მასშტაბით.

ქვემოთ მოცემული პრინციპები წარმოადგენს იმ ძირითადი წესების კრებულს, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ პერსონალური მონაცემების შეგროვების და მათი კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით.  

ვინაიდან ჩვენ ვმუშაობთ მრავალ პროექტზე, რომელთაგან თითოეულს აქვს ცალკე ვებ-გვერდი (რომლებზეც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პერსონალური მონაცემების დამუშავების კონკრეტულ შემთხვევებ), წინამდებარე დოკუმენტი ადგენს საერთო ჩარჩოს. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა მიიღოთ დამუშავების შესახებ კონკრეტულ ინფორმაცია იმ საიტზე, სადაც ხდება თქვენს მიერ გარკვეული პერსონალური მონაცემების გაზიარება.

ძირითადი პრინციპები

ზოგადად, ჩვენს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემებ დამუშავება ხდება კონკრეტული მიზნის ფარგლებში. პერსონალური მონაცემები შესაძლოა დაყოფილ იქნას ორ ჯგუფად - პერსონალური მონაცემები, რომლებიც შეგვიძლია დავამუშაოთ თქვენი თანხმობის გარეშე და პერსონალური მონაცემები, რომელთა დამუშავება საჭიროებს თქვენს თანხმობას.

პერსონალური მონაცემების დამუშავება არ საჭიროებს თქვენს თანხმობას, თუკი:  
  • მონაცემები გვესაჭიროება  სამართლებრივი ვალდებულების შესასრულებლად (მაგ. აბუღალტრო აქტი zákon o účetnictví),
  • მონაცემები გვესაჭიროება თქვენთან დადებული კონტრაქტის შესასრულებლად,
  • ჩვენ გვაქვს მონაცემთა დამუშავების ლეგიტიმური მიზეზი  (ჩვეულებრივ, შემოწირულობების აღრიცხვა, ინფორმირება ჩვენი საქმიანობის შესახებ, კომუნიკაცია კონტრიბუციის/დონაციის მოთხოვნის მიზნით და ა.შ.)  
სხვა შემთხვევაში, მონაცემთა დამუშავება ხდება თქვენი თანხმობის საფუძველზე.

მონაცემთა დამუშავების დროს, ჩვენ ვუზრუნველყოფთ მათ დაცვას არაავტორიზებული წვდომისგან, შემთხვევითი დანაკარგისგან, განადგურებისა და დაზიანებისგან.

ჩვენ ვინახავთ პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ საჭირო პერიოდის მანძილზე  და ვათავსებთ არქივში  კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადების დაცვით. მას შემდეგ, რაც აღარ არსებობს მონაცემების დამუშავების მიზეზი ან ამოწურულია დამუშავებისთვის განსაზღვრული პერიოდი,  ჩვენ ვშლით შესაბამის პერსონალურ მონაცემებს.

რა სახის პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ ჩვენი ვებგვერდის საშუალებით

1) ქუქი ფაილები ქუქი ფაილი არის ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ვებ ფუნქციონალის მორგებას კონკრეტულ მომხმარებელზე.  მოცემულ ბმულზე, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია ქუქი ფაილების შესახებ, შეიტყოთ, თუ რა ტიპის  ფაილებს ვაგროვებთ და რა მიზნით, თუ როგორ შეგიძლიათ ქუქი ფაილების მიერ ინფორმაციის შენახვის დეაქტივაცია.

2) მონაცემები დონორების შესახებ  – თუკი გადაწყვეტთ გადმოგვცეთ შემოწირულობა (ერთჯერადი ან განმეორებადი) ან განახორციელოთ მსგავსი კონტრიბუცია ჩვენს მიერ მართული ერთ-ერთი ვებგვერდის საშუალებით,  ამ შემთხვევაში, ჩვენ დავამუშავებთ თქვენს მიერ მოწოდებულ მონაცემებს.

3) მონაცემები იმ პირების შესახებ, რომლებიც გამოიწერენ პროგრამას, აქტივობას და ა.შ. თუკი გადაწყვეტთ გამოიწეროთ პროგრამა, აქტივობა და ა.შ. ჩვენს მიერ მართული რომელიმე ვებ-გვერდიდან, ჩვენ დავამუშავებთ თქვენს მიერ მოწოდებულ მონაცემებს.

4) საინფორმაციო ბიულეტენი – თუკი თქვენ გადაწყვეტთ გამოიეროთ ბიულეტენი ან სხვა სახის საინფორმაციო მასალა ჩვენს მიერ მართული რომელიმე ვებ-გვერდიდან, ჩვენ მოვითხოვთ თქვენს თანხმობას მოწოდებული საკონტაქტო ინფორმაციის დამუშავებაზე (ჩვეულებრივ, ელ. ფოსტა).

დამამუშავებელ პირთა სია

ჩვენ არ ვყიდით თქვენს მონაცემებს და არ გადავცემთ მათ სხვა მხარეებს, გარდა საკონტრაქტო პარტნიორებისა, რომელთა საშუალებითაც ვახდენთ თქვენთან კომუნიკაციას. გამონაკლია ის შემთხვევები, როდესაც გვაქვს იურიდიული ვალდებულება გადავცეთ თქვენი მონაცემები სხვა პირს.

ჩვენ ვაქვეყნებთ დამამუშავებელ და მიმღებ პირთა განახლებულ სიას. ეტყობინება თქვენი მონაცემების გარკვეული მიზნისთვის დამუშავების შესახებ ყოველთვის შეიცავს მითითებას კონკრეტულ სიაზე.

ინფორმაცია თქვენი ძირითადი უფლებების შესახებ

როგორც მონაცემთა სუბიექტი, თქვენ სარგებლობთ შემდეგი ძირითადი უფლებებით:
  • უფლება მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების შესახებ, რომლებსაც ჩვენ ვამუშავებთ;  
  •  უფლება მოითხოვოთ ჩვენგან ახსნა-განმარტება პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ;  
  • უფლება მოითხოვოთ წვდომა ამგვარ მონაცემებზე,  მოითხოვოთ მონაცემების განახლება, კორექტირება ან შეზღუდვა, ასევე უფლება უარი თქვათ დამუშავებაზე;
  • პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავების დროს, თქვენ გაქვთ მონაცემთა პორტაბელურობის უფლება;
  • უფლება გააუქმოთ თანხმობა ნებისმიერ დროს (როდესაც დამუშავება ხდება თანხმობის საფუძველზე), მაგალითად,  ელ. ფოსტის ან წერილის გაგზავნით  ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო პირთათვის;
  • უფლება მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების წაშლა (ჩვენ ვალდებული ვართ შევასრულოთ თქვენი მოთხოვნა, თუკი პერსონალური მონაცემების დამუშავება არ წარმოადგენს ჩვენს სამართლებრივ ვალდებულებას),
  • უფლება მოგვმართოთ ჩვენ ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, თუკი არსებობს ეჭვი, რომ ირღვევა პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული  ვალდებულებები.
ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა მაკონტროლებელი პირის შესახებ

Člověk v tísni, o.p.s. (People in Need), რომელიც მდებარეობს მისამართზე: Šafaříkova 24, 120 00 პრაღა 2, ID 25755277, რეგისტრირებული პრაღის მუნიციპალური სასამართლოს მიერ ფონდების რეესტრში, ნაწილი O, ფაილი 119.

საკონტაქტო ინფორმაცია: marek.vozka@clovekvtisni.cz, მონაცემთა დაცვის ოფიცრის საკონტაქტო ინფორმაცია: dpo@clovekvtisni.cz