ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა კაჭრეთში
გამოქვეყნებული 30 აგვ. 2019 წასაკითხი დრო 1 წუთიყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG –Kazbegi) სამუშაო შეხვედრა კაჭრეთში ორ ეტაპად გაიმართა. პირველი სესია მუნიციპალიტეტის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შექმნის საკითხს დაეთმო. ჯგუფმა იმსჯელა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მრჩეველთა საბჭოს წევრთა რაოდენობაზე, სექტორული მონაწილეობასა და უფლება-მოვალეობებზე. განისაზღვრა მრჩეველთა საბჭოს სამართლებრივი ჩარჩო და სახელმძღვანელო დოკუმენტების ნიმუშები, ამასთანავე შეხვედრის ნაწილი დაეთმო მრჩეველთა საბჭოს შესაქმნელად საჭირო პროცედურების განსაზღვრას.
სამუშაო ვიზიტის მეორე სესიის ფარგლებში ჯგუფის წევრებმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ხელმძღვანელთან, ნანა ნერსეზაშვილთან ერთად იმსჯელეს ორგანიზაციის სტრატეგიულ არჩევანსა და სამოქმედო გეგმაზე, განიხილეს სამომავლო გეგმები, მენეჯმენტი, საკადრო პოლიტიკა ორგანიზაციული მდგრადობის ელემენტები, არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს სექტორთა შორის თანამშრომლობის საკითხისა და ინიციატივების მნიშვნელობაზე. 23 აგვისტოს ყაზბეგის განვითარების ჯგუფს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანში მოქმედმა სათემო ორგანიზაცია „ლელი“-მ უმასპინძლა. სადაც LAG_kazbegi-ის წევრები სათემო ფონდის საქმიანობასა და ინფრასტრუქტურას ადგილზე გაეცნენ.
ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი 2006 წლიდან დღემდე აქტიურად მუშაობს და საგანმანათლებო, სპორტულ, კულტურულ და შემეცნებით აქტივობებს ახორციელებს. ორგანიზაცია ყველა ასაკის ადამიანზე მორგებულ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს და ფესტივალებს ატარებს.