
სოციალური ინკლუზია & დაცვა
ჩეხეთის რესპუბლიკაში მიღებული მდიდარი გამოცდილების საფუძველზე, PIN-ი ახდენს ეფექტური მექანიზმების დანერგვას ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის კოორდინაციის ხელშეწყობის , სოციალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესების და სასოფლო რეგიონებში სერვისების მაქსიმალური მისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით; PIN-ის მიზანს ასევე წარმოადგენს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობა. გრანტების, ტრენინგების და სემინარების საშუალებით, PIN ახდენს სოციალურად დაუცვ ელი ადამიანების დამწყები ბიზნესების ხელშეწყობას და სოციალური საწარმოების დაფუძნებას. ინოვაციური მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა დოკუმენტური ფილმების მეშვეობით ცნობიერების ამაღლება და მოსახლეობაში დებატების პროვოცირება, PIN-ი ცდილობს დაარღვიოს სოციალურად დაუცველი ჯგუფების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმა.
Past Activities

შრომის უფლებების ადვოკატირება საქართველოში
პროექტის ძირითადი მიზანი: საქართველოს ახალ შრომის კოდექსში შესული ძირითადი ცვლილებებისა და მისი განხორციელების სტრატეგიების შესწავლა; შრომით პოლიტიკასა და პრაქტიკაში ძირითადი ხარვეზების გამოვლენა.
პროექტის განხორციელების არეალი: თბილისი და რეგიონები
პროექტის ძირითადი აქტივობები:
- საქართველოში დასაქმებულთა შესახებ კვლევის ჩატარება, რაშიც იგულისხმება დოკუმენტების მიმოხილვა და ჩაღრმავებული ინტერვიუები ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
- დასაქმებულთა უფლებებთან დაკავშირებით ბუკლეტის მომზადება და გავრცელება.
- ვებ გვერდის შექმნა დასაქმებულთა უფლებებთან დაკავშირებით.
2021 წლის იანვრიდან, ჩეხური ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“-ის წარმომადგენლობა საქართველოში ახორციელებს პროექტს შრომის უფლებებთან დაკავშირებით. პროექტი დაფინანსებულია „ფიფლ ინ ნიდ“-ის ინოვაციების ფონდის მიერ. პროექტი ექვს თვიანია და დასრულდება 2021 წლის ივლისის ბოლოს.
პროექტის ძირითადი ამოცანაა, საქართველოს ახალ შრომის კოდექსში შესული ძირითადი ცვლილებებისა და მისი განხორციელების სტრატეგიების შესწავლა; შრომით პოლიტიკასა და პრაქტიკაში ძირითადი ხარვეზების გამოვლენა.
პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:
საქართველოში დასაქმებულთა შესახებ კვლევის ჩატარება, რაშიც იგულისხმება, დოკუმენტების მიმოხილვა და ჩაღრმავებული ინტერვიუები ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან; დასაქმებულთა უფლებებთან დაკავშირებით ბუკლეტის მომზადება და გავრცელება და ვებ გვერდის შექმნა დასაქმებულთა უფლებებთან დაკავშირებით.
შრომის უფლებებზე მომუშავე სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, პროექტი ხელს შეუწყობს შრომის უფლებების ადვოკატირებასა და ცნობიერების ამაღლებას საქართველოში.

საბანკო ვალების კრიზისის დაძლევა საქართველოში ჩეხეთის ინოვაციური მიდგომების გამოყენებით
პარტნიორი: GeoWel
საერთო ამოცანა: საქართველოს ეკონომიკის გაძლიერება საკრედიტო გარემოს ეფექტური მართვის გზით
კონკრეტული ამოცანა: ჩეხეთის გამოცდილების გაზიარებით, მომხმარებელზე ორიენტირებული და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრაქტიკის დანერგვა საქართველოში.
პროექტით გათვალისწინებული ძირითადი აქტივობები:
- პროექტის პირველი ეტაპი ითვალისწინებს საკითხის კვლევას, ცენტრალურ დონეზე ადვოკატირებასა და კომუნიკაციას, რაც ხელს შეუწყობს დისკუსიის წარმართვას საბანკო ვალების, მათ მიერ გამოწვეული ზიანისა და გადაწყვეტის შესაძლო გზების შესახებ. პროცესი ასევე ითვალისწინებს პოლიტიკის კვლევას, მასმედიისა და სოციალური მედიის ჩართულობას.
- პროექტის მეორე კომპონენტი მოიცავს დაკრედიტების სახელმძღვანელოსა და სასწავლო პლატფორმის შექმნას, რაც საშუალებას მისცემს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს პირდაპირი დახმარება გაუწიონ მოწყვლად ჯგუფებს საკუთარი ინტერესებისა და უფლებების დაცვის საკითხში.

ევროკავშირის COVID-19 სოლიდარობის პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
ევროკავშირის COVID-19 სოლიდარობის პროგრამა მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას, რათა მათ შეძლონ ამ რთულ პერიოდში საქმიანობის გაგრძელება და საკუთარი თემების მხარდაჭერა. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ (PIN), ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტთან (NHC) და AFEW International (AFEW) თანა- მშრომლობით, განახორციელებს რიგ აქტივობებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის სომხეთში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. პროექტის მიზანია COVID-19-ის პირ- დაპირი ზემოქმედების შერბილება და მოწყვლადი ჯგუფების გრძელვადიანი სოციალურ-ეკონო- მიკური მდგრადობის ხელშეწყობა.
რეგიონის მასშტაბით, PIN დახმარებას გაუწევს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც ორიენტირებული არიან სოციალურ მომსახურებასა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე წვდომის გაზრდაზე, მაკონტროლებელი პროგრამების განხორციელებასა და დამოუკიდებელ ჟურნალისტიკურ საქმიანობაზე. საქართველოში, ჩვენი სამიზნე ჯგუფი მოიცავს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, მოხუცებს, ქალებს, ახალგაზრდებსა და უმცირესობათა წარმომადგენლებს. პრო- ექტის პარტნიორები NHC და AFEW სპეციალიზირებული არიან დახურულ დაწესებულებებში ადამია- ნის უფლებების დაცვასა და COVID-19–ის შედეგად მომეტებული რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის მხარდაჭერაში.
პირველი ეტაპი მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ფინანსური დახმარების გაწევას, რათა მათ შეძლონ თავიანთი ღირებული საქმიანობის გაგრძელება. ჩვენ ასევე ხელს შევუწყობთ ადვოკატირების მიმართულებით სსო-ების როლის გაძლიერებას, რათა პოსტ-პანდემიურ აღდგენისა და განვითარების პროცესში, მკაფიოდ ისმოდეს მარგინალიზებული ჯგუფების ხმა.

რეინტეგრაციის მხარდაჭერა ბიზნესის, დასაქმების და პროფესიული გადამზადების ხელშეწყობით.
პროექტის სამიზნე ჯგუფი:
საფრანგეთიდან დაბრუნებული მიგრანტები.
პროექტის მოსალოდნელი შედეგი:
საფრანგეთიდან, კანონიერად დაბრუნებულ მიგრანტებს აქვთ ხელშეწყობა საქართველოში მუდმივად დასამკვიდრებლად, მათი შესაძლებლობების და საჭიროებების შესაბამისად შემოსავლის მიღების მიზნით, ბიზნესის წამოწყებით, პროფესიული და/ან კვალიფიკაციის ასამაღლებელი შესაძლებლობების უზრუნველყოფით.

შშმ ახალგაზრდების სოციალური ინკლუზიის მხარდაჭერა
პროექტის მიზანია სოციალურად დაუცველი და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაციის მხარდაჭერა. პროექტი თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტთან დააკმაყოფილოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ზრუნვის საერთაშორისო სტანდარტი.
პროექტის მიზანია მიაღწიოს პოზიტიურ ცვლილებებს ეროვნულ დონეზე. პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი აქტივობა ერთი უმთავრესი აქტივობა იქნება სახელმწიფო ინსტიტუტების კვალიფიკაციის ამაღლება და მათი არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის ხელშეწყობა. პროექტი იზრუნებს შეზღუდული უნარის მქონე ახალგაზრდების უნარების განვითარებაზე რაც მათ მისცემს შესაძლებლობას დასაქმდნენ.