10 ტონა კიტრი და 7 ტონა პომიდორი წელიწადში - თეონა ჩოგოვაძის სასათბურე მეურნეობის წარმატების ისტორია
გამოქვეყნებული 21 აპრ. 2022 წასაკითხი დრო 2 წუთითეონა ჩოგოვაძე საქართველოდანაა. მას ზამთარში არასეზონური პროდუქცია_ ბოსტნეული და მწვანილი მოჰყავს, რომელთა გაყიდვითაც თავისი ოჯახის ბიუჯეტს ზრდის. რომ არა ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირის მხარდაჭერა, თეონა ვერ შეძლებდა თავისი ერთ-ერთი სათბურის გათბობას.
თეონასა და მის მეუღლეს სოფელ პატრიკეთის სასათბურე მეურნეობაში მოჰყავთ კიტრი და პომიდვრის ჰიბრიდული ჯიშები. ისინი 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეწევიან ამ საქმეს და ნელ-ნელა აფართოებენ კიდეც. ზაფხულში ცოლ–ქმარს ძირითადად კიტრი და პომიდორი მოჰყავთ, ზამთარში კი უფრო მწვანილი - კამა, ქინძი, ოხრახუში, მწვანე ხახვი, ტარხუნა და სალათის ფოთოლი. თეონასა და მის ქმარს უკვე შეუძლიათ გაზარდონ პროდუქციის რაოდენობა წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ გაცემული გრანტით, რომელიც თეონამ მცირე საგრანტო კომპონენტის ფარგლებში მიიღო.
„გვინდოდა გათბობის სისტემის დამონტაჟება, რაც ძვირი ჯდებოდა და ჩემს ოჯახს არ შეეძლო ამის დამოუკიდებლად, საკუთარი ხარჯებით გაკეთება. ჩემმა დაწრილმა პროექტმა გაამართლა, LAG-ის (ადგილობრივი განვითარების ჯგუფის) მხარდაჭერით შევიძინეთ მყარ საწვავზე მომუშავე გათბობის სისტემა, რაც საშუალებას გვაძლევს გავზარდოთ კიტრი და პომიდორი მთელი ზამთრის სეზონის მანძილზე“, - გვიზიარებს თეონა ჩოგოვაძე.
ზაფხულში ქართული პროდუქცია ბაზარზე უხვადაა, შესაბამისად ფასიც დაბალია. „ზამთარში ქართული პომიდორი და კიტრი კარგი ხარისხისაა, ამიტომ ფასიც იწევს. მაშინ როცა, იმპორტირებული ბოსტნეული არც თუ ისე გემრიელია და მისი ფასიც შედარებით დაბალია“, - განმარტავს ფერმერი.
პროექტი „ წყალტუბოს განვითარების ჯგუფი“ ხორციელდება ENPARD პროგრამის ფარგლებში ევროკავშირისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ევროპული LEADER მიდგომის განხორციელებით, ეს პროექტი ხელს უწყობს სიღარიბის დაძლევასა და ნერგავს ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მონაწილეობით მექანიზმებს. მცირე გრანტებით მხარდაჭერილი ბიზნეს და სოციალური ინიციატივები მოისაზრება, რომ გახდეს მისაბაძი მაგალითი სხვებისთვისაც. თემებში (სოფლებში) ინიციატივებისა განხორციელება და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ასევე ამ პროექტის მიზანია.
ავტორი: ტერეზა ჰრონოვა