არაგვის კულტურული გზამკვლევი
გამოქვეყნებული 21 დეკ. 2022 წასაკითხი დრო 1 წუთიUSAID/Georgia-ის ეკონომიკური განვითარების, მმართველობისა და საწარმოთა ზრდის (EDGE) პროგრამით მხარდაჭერილი პროექტის "ტრანსკავკასიური ბილიკი - საზღვართაშორისი ტურიზმის განვითარება" ფარგლებში არაგვის კულტურული გზამკვლევი შეიქმნა.
გზამკვლევი, ლაშქრობის მოყვარულებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს აღმოაჩინოს არაგვის ხეობის უნიკალური და გასაოცარი ბუნება, გაეცნოს ფშავის, ხევსურეთისა და გუდამაყრის ბიომრავალფეროვნებას, კულტურას, კულინარიას, ადგილობრივ ტრადიციებსა და სახალხო დღესასწაულებს, ასევე მიიღოს ინფორმაცია ახალი ტურისტული მარშრუტების შესახებ. არაგვის ხეობის გზამკვლევის სანახავად მიჰყევით ბმულს.
შენიშვნა: ლაშქრობამდე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს ბილიკები ჯერ არ არის მონიშნული, მარკირებული ან/და შენარჩუნებული. ეს ისტორიული ბილიკები რუკაზე დამატებულია OpenStreetMap-ში არასამთავრობო ორგანიზაცია „ტრანსკავკასიური ბილიკი საქართველოს“ მიერ ნავიგაციის ხელშეწყობის მიზნით, მაგრამ ბილიკის პირობები მნიშვნელოვნად განსხვავდება. ბილიკებით მოსარგებლეები პასუხისმგებელნი არიან თავიანთ უსაფრთხოებაზე და ყველა გადაწყვეტილებაზე ბილიკის მარშრუტებთან, პირობებთან, ამინდთან და უსაფრთხოებასთან მიმართებაში. აქვე, „ფიფლ ინ ნიდ“-ი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას ბილიკების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.