ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი საგრანტო კონკურსის მომდევნო ეტაპს აცხადებს

გამოქვეყნებული 3 ნოე. 2020 წასაკითხი დრო 2 წუთი
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი საგრანტო კონკურსის მომდევნო ეტაპს აცხადებს
© Foto: People in Need

ევროკავშირისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG Tskaltubo), 2020 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში, სრული საპროექტო განაცხადების მიღებას აცხადებს იმ პროექტების განმცხადებლებისათვის, რომლებმაც გადალახეს პირველადი საპროექტო განაცხადების შერჩევის ეტაპი. ყველა მონაწილე ინფორმირებულია პირველი ეტაპის შედეგების შესახებ.

სრული საპროექტო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 15 ნოემბერი, 15:00 საათი. განაცხადების მიღება მოხდება PDF ფორმატში, ელ. ფოსტაზე: lagtskaltubogrants@gmail.com

განაცხადს თან უნდა ახლდეს ყველა შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც მოცემულია საგრანტო სახელმძღვანელოში, მე-5 ეტაპის აღწერაში (გვერდი 15-17).

არასრულად ან ხელი შევსებული განაცხადები არ ამიიღება, განაცხადები უნდა იყოს ქართულ ენაზე შევსებული.

სრული საპროექტო განაცხადის ფორმები (ბიზნეს, საჯარო და სათემო პროექტებისათვის), ასევე, განაცხადის შეფასების ფორმები (ბიზნეს, საჯარო და სათემო პროექტებისათვის) მოცემულია ქვემოთ.

პროცედურის შესახებ კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, სამუშაო დღეებში, 10:00-დან 18:00 საათამდე, დაუკავშირდით ტელეფონის ნომერს - 595 79 23 00.

პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) დაუკავშირდა მომდევნო ეტაპზე გადასულ განმცხადებლებს და სრული საპროექტო განაცხადის შევსებისათვის შესაბამის ტრენინგზე მოიწვია. ტრენინგების შინაარსისა და განრიგის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ჯემალ მამაგეიშვილს, ელეტრონულ ფოსტაზე - drdve@gipa.ge

საგრანტო კონკურსის დოკუმენტაცია:

“ფიფლ ინ ნიდ“ (PIN), საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან (GIPA) პარტნიორობით, მხარს უჭერს LAG წყალტუბოს, ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „წყალტუბოს განვითარების ჯგუფი“ ფარგლებში. პროექტი თანადაფინანსებულია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მიერ.

საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში 2020-2024 ჩამოყალიბებული პრიორიტეტებისა და მიზნების შესაბამისი პროექტების განხორციელების გზით, გააუმჯობესოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობები ეკონომიკური დივერსიფიკაციის და ძირითად სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხარჯზე.

Autor: Ramaz Chichinadze, Communication Officer

მსგავსი სტატიები