ინფორმირებული თაობა უკეთესი მომავლისთვის - მედიაწიგნიერების ფესტივალი თბილისში

გამოქვეყნებული 12 სექ. 2024 წასაკითხი დრო 1 წუთი
ინფორმირებული თაობა უკეთესი მომავლისთვის - მედიაწიგნიერების ფესტივალი თბილისში
© Foto: რამაზი ჭიჭინაძე

 ბოლნისის და ახალქალაქის მედიაწიგნიერების ფესტივალების შემდეგ, PIN-ის ორგანიზებით აღნიშნული ფესტივალი თბილისშიც გაიმართა.

ბოლნისის და ახალქალაქის მედიაწიგნიერების ფესტივალების შემდეგ, PIN-ის ორგანიზებით აღნიშნული ფესტივალი თბილისშიც გაიმართა. 

ფესტივალზე მედია წიგნიერების საკითხებზე სასაუბროდ შეიკრიბნენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. 


მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ PIN საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, კელი კრისტინა ჰაინსი და ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენელი იანა ზელინგეროვა, რომლებმაც ხაზი გაუსვეს მედია წიგნიერების მნიშვნელობას თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოებისთვის.


პანელური დისკუსიების ფარგლებში განვიხილეთ შემდეგი თემები:

  • ქვემო-ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, ახალგაზრდების მიერ განხორციელებული მედია ინიციატივები;
  • ნიკოლაას ვეულის ფილმი „გამო(მ)იწერე,“ რომელიც ყალბ ამბებსა და ციფრულ მარკეტინგზე მოგვითხრობს;
  • მედიაწიგნიერების გამოწვევები და ციფრული უნარების მნიშვნელობა სასკოლო განათლებაში.


გვაქვს იმედი, რომ აღნიშნული ფესტივალი ტრადიციად იქცევა და ყოველწლიურად გაიმართება საქართველოს მასშტაბით.

            მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს და პარტნიორს მხარდაჭერისთვის!


Autor: ფიფლ ინ ნიდი, კომუნიკაციის და ადვოკატირების კოორდინატორი

მსგავსი სტატიები