ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის განვითარების პროექტი წარმატებით მიმდინარეობს

გამოქვეყნებული 19 ივნ. 2025 წასაკითხი დრო 2 წუთი

პროექტი "ახალი ჰორიზონტები - ტანა და თეძმის დაცული ლანდშაფტის და ადგილობრივი მოსახლეობის ჰარმონიული განვითარება" წარმატებით ხორციელდება. პროექტი 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო და ამავე თვეს გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს რეინჯერებს გადაეცათ თერმული დრონები, ხანძარ საწინააღმდეგო საშუალებები, ფოტო ხაფანგები, სამხრე კამერები და სხვა საჭირო ინვენტარი.

ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის განვითარების პროექტი წარმატებით მიმდინარეობს
© Foto: People in Need

პროექტის უმნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგეს ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაპტის მენეჯმენტის გეგმის შემუშავება დაინტერესებული მხარეების ჩართულობით. სამდღიან შეხვდრაზე ექსპერტმა ანზორ გოგოთიძემ მონაწილეებს (გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტო, საგანმანათლებლო სექტორი, სამოქალაქო სექტორი, ბიზნესი) გააცნო დაცული ტერიტორიების კატეგორიები, მიზნები, ამოცანები და სარგებელი; ამავე შეხვედრაზე მონაწილეებმა დაიწყეს მუშაობა დაინტერესებული მხარეების რუკის შექმნაზე. დღეს უკვე არსებობს დაინტერესებული მხარეების და ფასეულობების და საფრთხეების პირველადი დოკუმეტი. დოკუმენტების გაზიარება და დისკუსია ივნისში გაიმართა, რასაც წინ უსწრებდა საველე სამუშაობი და თემთან შეხვედრები.

პროექტის ქართველ ექსპერთა ჯგუფს ივნისში შემოუერთდნენ ჩეხი ექსპერტები, რომლებმაც 5 დღის განმავლობაში იმუშავეს ველზე ქართველ ექსპერთან ერთად. ვიზიტის დასასრულს გააზიარეს ძალიან მნიშვნელოვანი მიგნებები და რეკომენდაციები. ჩეხი ექსპერტები განაგრძობენ დისტანციურად პროექტის მხარდაჭერას; მომავალ წელს კი უმასპინძლებენ ქართველების ჯგუფს ჩეხეთში და გაუზიარებენ მათ გამოცდილებას ადგილზე.

ზემოთ აღნიშნული აქტივობების პარალელურად მიმდინარეობს ბაზრის ანალიზი, რომელიც მიზნად ისახავს ტანისა და თეძმის დაცულ ლანდშაფტში (TT PL) ადგილობრივი ბიზნესების განვითარების პრიორიტეტების გამოვლენას, განსაკუთრებით ეკოტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში.

ასევე აღსანიშნავია, „დრონის მართვის“ ტრენინგი, რომელიც პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს რეინჯერებისთვის. ტრენინგი მოიცავდა დრონის უსაფრთხო და ეფექტურ გამოყენაბას; თემის თეორიულ და პრაქტიკული ნაწილს.

აგრეთვე მიმდინარეობს გარემოსდაცვითი, სოციალური გავლენის ანალიზზე მუშაობა, რომელიც წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, პროექტის განმახორციელებელი გუნდისთვის და დაინტერესებული მხარეებისთვის რათა სწორად დაიგეგმოს განსახორციელებელი აქტივობები და გათვალისწინებულ იქნეს ის საფრთხეები და რისკები რომელიც კვლევამ გამოავლინა.

                                            პროექტი მხარდაჭერილია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ. 


Author: People in Need , Communication and Advocacy Coordinator