რეგიონალური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესარჩევი საგრანტო კონკურსი
გამოქვეყნებული 17 სექ. 2020 წასაკითხი დრო 2 წუთიPeople In Need (PIN) არის ჩეხური საერთაშორისო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული თავისუფლებების დასაცავად კრიზისულ რეგიონებში მთელ მსოფლიოში და ეწევა ჰუმანიტარულ დახმარებას, აგრეთვე დახმარებას განვითარების მიზნით. PIN საქართველოში 2005 წლიდან მუშაობს და მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, ხელს უწყობს დაუცველი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციას და სოფლის მეურნეობის გაძლიერებას.
ინფორმაცია პროექტის შესახებ:
პროექტის ფარგლებში უნდა შეირჩეს ადგილობრივი ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მედიაწიგნიერებით, არაფორმალური განათლებით და ამავე დროს აქვთ მოტივაცია და სურვილი მედიაწიგნიერების შესახებ ინფორმაცია გაუზიარონ ორგანიზაციის წევრებს და სხვა ბენეფიციარებს. პროექტის ფარგლებში შერჩეულ მონაწილეებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ მცირე მოცულობის საგრანტო კონკურსში საკუთარი მედია-პროექტების დასაფინანსებლად PIN-ის პროფესიული მხარდაჭერით.
კონკურსის მიზანი:
კონკურსის ფარგლებში შეირჩევა 10 სამიზნე არაკომერციული ორგანიზაცია (LAG, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი) შემდეგი რეგიონებიდან: იმერეთი, სამეგრელო, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი. უპირატესობა მიენიჭებათ ახალგაზრდებთან, ქალთა ჯგუფებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან ან/და ხანდაზმულებთან მუშაობის გამოცდილების მქონე ორგანიზაციებს.
შესაძლებლობების გაძლიერების კომპონენტი:
შერჩეულ სამიზნე ორგანიზაციებს OWIS მეთოდოლოგიის გამოყენებით ჩაუტარდებათ ტრენინგები მედიაწიგნიერების და დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე. ტრენერთა ტრენინგის ფილმები და ვორკშოპის მასალები ხელმისაწვდომია ქართულ, აზერბიჯანულ და სომხურ ენაზე.
საგრანტო კომპონენტი:
შერჩეული ორგანიზაციები მიიღებენ შიდა საგრანტო კონკურში მონაწილეობის შესაძლებლობას, ახალგაზრდებისთვის მედია წიგნიერებაზე OWIS-ის მეთოდოლიგიის გამოყენებით სხვადასხვა აქტივობის ჩასატარებლად. კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ორგანიზაციებმა უნდა ჩაატარო არანაკლებ 10 ვორკშოპი მათივე მუნიციპალიტეტებში, რომელსაც დაესწრება 20 მონაწილე.
კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმები:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამიზნე რეგიონებში მოქმედ და რეგისტრირებულ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლებს და არაკომერციულ ორგანიზაციებს (LAG), რომლებსაც აქვთ ახალგაზრდებთან, ქალთა ჯგუფებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან ან/და ხანდაზმულებთან მუშაობის გამოცდილება.
სასურველი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- ერთწლიანი გამოცდილება არაფორმალური, საგანმანათლებლო პროექტებისა და აქტივობების განხორციელების კუთხით; დოკუმენტური ფილმების მეთოდოლოგიის გამოყენებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საკმარისი ადამიანური რესურსი პროექტში მონაწილეობის მისაღებად: მინიმუმ ორი თანამშრომელი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს პროექტის შესაძლებლობების გაძლიერების კომპონენტში; ფასილიტაციას გაუწევს ფილმებს ჩვენებებს და ხელს შეუწყობს ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელებას.
- ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს გრანტის მართვის სათანადო გამოცდილება და შესაძლებლობა (ანგარიშგება, ფინანსური მართვა და ა.შ.);
- მოტივაცია და ორგანიზაციული მზადყოფნა, პროექტის დასრულების შემდეგ აქტიურად გამოიყენოს OWIS მეთოდოლოგიის მედიაწიგნიერების მოდული და გავრცელოს თავის სამიზნე თემსა და ჯგუფებში.
კონკურსის ეტაპები:
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა ორგანიზაციებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ კონკურსში მონაწილეობის პირობებს, პირველ ეტაპზე უნდა წარმოადგინონ შევსებული ელექტრონული განაცხადის ფორმა და ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანხმობის წერილი პროექტში მონაწილეობის შესახებ (ხელმოწერილი და დასკანერებული, ორგანიზაციის ტიტულიან ფურცელზე).
აღნიშნული დოკუმენტაცია უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: pinadmin.georgia@peopleinneed.cz წერილის სათაურში Media Literacy მითითებით.
მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება მხოლოდ იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც შეირჩევიან კონკურსის პირველ ეტაპზე.
განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2020 წლის 11 ოქტომბერი. ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი ან არასრულად შედგენილი განაცხადები არ განიხილება.
ჩამოტვირთე განაცხადის ფორმა: ქართული ან ინგლისური
საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ ელექტრონულ ფოსტაზე, არაუგვიანეს 2020 წლის 26 ოქტომბრისა.
განაცხადების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, შეკითხვის ან საჩივრის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ „ფიფლ ინ ნიდ“-ის საქართველოს ოფისში მისამართზე: ქ.თბილისი, გერონტი ქიქოძის ქუჩა #16, 0105, ან მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: feedback.georgia@peopleinneed.cz