საქართველოში დაფუძნებული და ახალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა დეტალური მიმოხილვა

პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა როლის განმტკიცება, როგორც ლეგიტიმური, ინკლუზიური და სანდო აქტორების, რომლებიც ხელს უწყობენ ეფექტურ მმართველობას და დემოკრატიზაციის პროცესებს მიზნობრივ ქვეყნებში. იგი ეფუძნება სამოქალაქო საზოგადოების ფართო და ინკლუზიურ განმარტებას, რომელიც აღიქმება „შუამავალ გაერთიანებათა ერთობლიობად, რომელიც არც სახელმწიფო არის და არც გაფართოებული ოჯახი“, და კონკრეტულად მიზნად ისახავს ახალი აქტორების მიზიდვას, როგორებიცაა, სოციალური მომენტები, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებების ინიციატივები და სამოქალაქო საზოგადოებათა ახალშექმნილი ორგანიზაციები.
შეფასებითი კვლევა ორ ეტაპად ჩატარდა: პროექტის დაწყებისას, 2020 წლის იანვრიდან მარტამდე, ხოლო შემდეგ თითქმის ერთი წლის შემდეგ, 2021 წლის იანვრიდან აპრილამდე - აქტიური განხორციელების ფაზაში.
იგი ეყრდნობა არსებული კვლევების საოფისე შესწავლას და თითქმის ასამდე ნახევრადსტრუქტურირებულ ინტერვიუს / კონსულტაციებს კარგად განვითარებულ არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებთან, წამყვან ადგილობრივ ექსპერტებთან და ამ სფეროში მოღვაწე მკვლევარებთან, ასევე, ახალ და ახალშექმნილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ინიციატივების წარმომადგენლებთან მიზნობრივ ქვეყნებში.
გლობალური პანდემიის პირობებში მესამე სექტორის წინაშე მდგარი საერთო პრობლემების უკეთ აღქმასთან ერთად, ეს შეფასება მიზნად ისახავს მეტი სინათლე მოჰფინოს სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და მოლდოვაში ფორმირების სტადიაში მყოფი სამოქალაქო საზოგადოების სტატუსთან, როლთან და საჭიროებებთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე, მათ არაფორმალურ ადგილობრივ ინიციატივებსა და საზოგადოებრივ მოძრაობებს.
კვლევა ეფუძნება მთელი რეგიონის მასშტაბით შეგროვებული მოსაზრებების სანიმუშე ერთობლიობას. მისი მიზანია აღწეროს ფაქტები, რომლებიც სირთულეებს უქმნიდა სამოქალაქო სექტორს ბოლო სამი ათწლეულის განამვლობაში და ხელი შეუწყოს ქვემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებს:
- სამოქალაქო საზოგადოების ლანდშაფტის და მისი კონტექსტისა და საჭიროებების აქტუალური აღქმა, განსაკუთრებული აქცენტით ახალ აქტორებზე, მათ თემატურ ინტერესებზე, ორგანიზაციულ ფორმებზე, გეოგრაფიულ თავისებურებებზე, ადგილობრივ ჯგუფებზე, მიზნებსა და გამოწვევებზე.
- ახალ და უკვე შემდგარ აქტორებს შორის ურთიერთქმედებათა აღქმა, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებას, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებსა და კერძო სექტორს შორის.
- სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და პოტენციალის შექმნის მიზნით ადრე გაწეული ძალისხმევის შედეგად მიღებული გაკვეთილების სწრაფი მიმოხილვა.
- სექტორის პრიორიტეტული მოთხოვნების აღქმა, ასევე, იმ სფეროების, სადაც კეთილგანზრახვით გაწეულ დახმარებასაც შეუძლია გარკვეული ზიანის მოტანა და ზიანის რისკების შემცირების საშუალებები.
- პროექტის პოტენციურ მონაწილეთა, ასევე, თანამოაზრე ორგანიზაციების, დონორებისა და მენტორების ქსელის განვითარება, რომლებიც შესაძლოა რესურსად იქნეს გამოყენებული პროექტის განხორციელების დროს.
- პროექტის კომპონენტების გაუმჯობესებული დიზაინი, სტრატეგიის შემუშავების ხელშეწყობის, კონკრეტულად გამიზნული პოტენციალის გაძლიერების, ოპერატიული მხარდაჭერის, სამოქალაქო ჩართულობის საგრანტო სქემის და ადვოკატირების ინიციატივების, საინფორმაციო საქმიანობის, კვლევების, გაცვლისა და პარტნიორობის ჩათვლით.
- ვინაიდან ინტერვიუს პერიოდში კორონავირუსის კრიზისი დაიწყო, ამ შეფასების მიზანი აგრეთვე არის სამოქალაქო საზოგადოების თავდაპირველი რეაგირების წინასწარი მიმოხილვა.
ზემოაღნიშნული მიზნების გათვალისწინებით, კვლევის დასასრულს ჩამოყალიბებულია კონკრეტული რეკომენდაციები კერძო და სახელმწიფო დონორებისთვის, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გააძლიერონ მათ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა, გააუმჯობესონ კავშირები ახალ ჯგუფებთან და დახმარება გაუწიონ უფრო მედეგი მესამე სექტორის შექმნას.