გაცნობითი შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში
გამოქვეყნებული 31 მაი. 2023 წასაკითხი დრო 1 წუთი2023 წლის 30 მაისს, სოფია ჯანჯუა, საქართველოს მისიის ხელმძღვანელი და მედიაწიგნიერების პროექტის მენეჯერი, თეონა ფურცხვანიძე შეხვდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელ, ლალი კალანდაძეს.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო განათლების სამინისტროს წარმომადგენლებისთვის საქართველოში „ფიფლ ინ ნიდ“-ის საქმიანობის გაცნობა. ასევე, OWIS (One World in Schools)-ის მეთოდოლოგიის შესახებ ინფორმაციის გაზიარება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყოველწლიურ ფესტივალზე (ერთი მსოფლიო სკოლებში) ხდება დოკუმენტური ფილმების შერჩევა და ჩეხეთის სკოლებში სასწავლო პროცესში გამოყენება.
ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლალი კალანდაძემ აღნიშნა, რომ მათთვის საინტერესოა ის დოკუმენტური ფილმები და სახელმძღვანელოები, რომლებსაც „ფიფლ ინ ნიდ“ იყენებს ადამიანის უფლებებისა და მედიაწიგნიერების სწავლების მიმართულებით. მისივე თქმით, PIN-თან თანამშრომლობით მასალების განთავსება შესაძლებელია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს - ზოგადი განათლების რეფორმის ონლაინ პლატფორმაზე, რაც ფართო აუდიტორიას მისცემს „ფიფლ ინ ნიდ“-ის სასწავლო რესურსებზე წვდომის საშუალებას.