PIN -ის სამოქალაქო განათლების პროგრამა OWIS-ის (ერთი სამყარო სკოლაშებში) ეფექტური დასაწყისი საქართველოში!
გამოქვეყნებული 9 მარ. 2023 წასაკითხი დრო 1 წუთიჩვენმა გამოცდილმა ტრენერებმა ნანა რაფავა-მ და მურო თაკალანაძე-მ PIN-ის გუნდთან ერთად ჩაატარეს პირველი ტრენინგი მედია წიგნიერების უნარების, მედია კომუნიკაციისა და OWIS მეთოდოლოგიის შესახებ, 10 ახალ სსო-სთვის საქართველოში! მათ შორის სამი უკრაინული და შვიდი ქართული!
თბილისში, 5 დღის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს პედაგოგისათვის საჭირო უნარჩვევებით, რითაც ისინი შეძლებენ კიდევ უფრო ეფექტურად დაეხმარონ საკუთარ რეგიონს, ქალაქს და თემს.
მიღებული ცოდნა მათ შესაძლებლობას მისცემთ, ჩაატარონ ვორკშოპები ისევე როგორც ფილმის ჩვენებები და PIN-ის OWIS მიდგომის გამოყენებით ასწავლონ დოკუმენტური ფილმების მეშვეობით.
მედიაწიგნიერება დემოკრატიის გასაძლიერებლად აუცილებელი ინსტრუმენტია. ეს საშუალებას აძლევს ინდივიდებს კრიტიკულად შეაფასონ და გააანალიზონ ინფორმაცია, რომელსაც იღებენ სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის ტრადიციული მედია საშუალებებიდან, სოციალური მედიის პლატფორმებიდან და ინფორმაციის სხვა წყაროებიდან.
PIN OWIS მეთოდოლოგია და ფილმების საშუალებით სწავლება ხელს უწყობს კრიტიკულ აზროვნებას, ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას და აქტიურ სამოქალაქო ჩართულობას, რაც გადამწყვეტია ჯანსაღი და ძლიერი დემოკრატიისთვის.
ტრენინგი ჩატარდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის "Resilient Civil Society and Media Respond to the Ukraine War’“ ფარგლებში.
#MiLPINGEO #PINmedia #მედიაწიგნიერება #OWIS