„ფიფლ ინ ნიდ“ (People In Need - PIN) ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ჰუმანიტარული დახმარებისა და განვითარების ხელშეწყობის პარალელურად, ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიაზე დაფუძნებული თავისუფლების დანერგვაზეა ორიენტირებული. იგი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელმაც ბოლო 2 ათეული წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის პროექტი განახორციელა მსოფლიოს 37 ქვეყანაში. „ფიფლ ინ ნიდ“ საქართველოში 2005 წლიდან მოღვაწეობს და წარმოდგენილია ოფისებით თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში და გორში.

პროექტის მიზანია, გუდამაყარში, ფშავსა და პირაქეთა ხევსურეთში მუდმივად ან სეზონურად მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ისევე როგორც, ყველა სექტორისა და მოსახლეობის აქტიურად ჩართვა ადგილობრივ განვითარებაში.
პროექტის ფარგლებში, LEADER/CLLD მიდგომის საფუძველზე შეიქმნა „არაგვის თემთა განვითარების ჯგუფი“, რომელიც წარმოადგენს საჯარო, ბიზნეს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების გაერთიანებას და მისი ძირითადი მიზანია სამიზნე თემების გრძელვადიანი განვითარების ხელშეწყობა სტრატეგიული მიზნების დასახვის და სექტორთშორისი თანამშრომლობის მეშვეობით.
არაგვის თემთა განვითარების ჯგუფმა შეიმუშავა „ადგილობრივი განვითარების სტრატეგია 2020-2025“, რომლის პრიორიტეტული მიმართულებების მხარდასაჭერადაც ცხადდება საგრანტო კონკურსი. სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტული მიზნები და ამოცანები შეგიძლიათ იხილოთ სრულ დოკუმენტში.
2020 წლის საგრანტო კონკურსის სპეციფიური პრიორიტეტები, პროცედურები და პროცესი დეტალურად გთხოვთ იხილოთ თანდართულ „საგრანტო კონკურსის სახელმძღვანელო“-ში.
არასასოფლო სამეურნეო მიმართულების, საჯარო და არამომგებიანი/სათემო პროექტების განაცხადის ფორმები შეგიძლიათ იხილოთ დანართად #1, #3 (პირველადი ბიზნეს და საჯარო/არამომგებიანი პროექტის განაცხადის ფორმა)
სასოფლო სამეურნეო მიმართულების პროექტების მხარდაჭერა განხორციელდება დაჩქარებული წესით და გთხოვთ ამ სახის პროექტებისათვის შეავსოთ სრული ბიზნეს განაცხადის ფორმა, დანართი#5
საგრანატო კონკურსის სამიზნე სოფლების ჩამონათვალი გთხოვთ იხილოთ დანართი #7.
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა ამა წლის 06 ივლისი, 18:00 სთ, ელ. ფოსტის მისამართზე: aragvigrants@gmail.com
საგრანტო დოკუმენტაცია:
- ადგილობრივი განვითარების სტრატეგია 2020-2025
- LAG არაგვი - საგრანტო სახელმძღვანელო-2020
- პირველადი ბიზნეს განაცხადის ფორმა (დანართი #1)
- პირველადი ბიზნეს განაცხადის შეფასების ფორმა (დანართი #2)
- პირველადი სათემო-საჯარო განაცხადის ფორმა (დანართი #3)
პირველადი სათემო-საჯარო განაცხადის შეფასების ფორმა (დანართი #4)
სრული ბიზნეს და სათემო-საჯარო განაცხადების შეფასების ფორმები (დანართი #6)
WWW.PIN.GE
WWW.ARAGVILAG.GE
Facebook: Aragvi Local Action Group / არაგვის თემთა განვითარების ჯგუფი