ტრანსკავკასიური ბილიკი - საზღვართაშორისი ტურიზმის განვითარება
გამოქვეყნებული 15 ივლ. 2022 წასაკითხი დრო 1 წუთიდონორი: USAID
პროექტის განმახორციელებელია: ფიფლ ინ ნიდ
პროექტის განხორციელების ვადა: 04/2022 – 02/2023
პროექტის პარტნიორები: „ფიფლ ინ ნიდ“ სომხეთის ოფისი ტრანსკავკასიური ბილიკი საქართველო, ტრანსკავკასიური ბილიკი სომხეთი
პროექტის დაინტერესებული მხარეები:
არაგვის LAG, ახალქალაქის LAG, სომხეთის ქალთა რესურს-ცენტრები (WINNET)
საერთო მიზანი: რეგიონული პროექტი მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობისა და სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით ახალი ქსელის განვითარებას
პროექტის განხორციელების არეალი: პროექტი ხორციელდება საქართველოში (დუშეთისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში) და სომხეთში (ლორის და შირაქის რეგიონებში)
პროექტის სამიზნე ჯგუფები: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, საჯარო სექტორის წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლება, დაცული ტერიტორიები, ტურისტული კომპანიები, ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრები (LAGs), ქალთა რესურსცენტრები (WRCs), საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაცია (GALAG).
პროექტის ძირითადი აქტივობები:
- საქართველოსა და სომხეთში თეორიული და პრაქტიკული ტრენინგების ორგანიზება საფეხმავლო ბილიკების მოწყობაზე;
- საგრანტო კონკურსის მეშვეობით 4 ტურისტული საწარმოს შერჩევა და მხარდაჭერა;
- წინასწარი მოკვლევის საფუძველზე არაგვის ხეობაში, ახალქალაქში, ლორისა და შირაქის რეგიონებში ახალი საფეხმავლო ბილიკების იდენტიფიცირება და მონიშვნა Open Street Map-ზე;
- სამიზნე რეგიონებში ტურისტული ინფრასტრუქტურის შეფასება და ხარვეზების ანალიზი;
- მარკეტინგის თემაზე მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ჩატარება;
- პრომო-მასალების შექმნა 16 სამიზნე მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის;
- არაგვის ბილიკის მულტიმედიური გზამკვლევის შემუშავება და გამოცემა;
- საერთაშორისო და შიდა ტურისტულ ბილიკებზე სარეკლამო კამპანიის წარმოება