ვორკშოპი პედაგოგებისათვის თემაზე: „მედიაწიგნიერება და ციფრული უნარები სასკოლო განათლებაში"
გამოქვეყნებული 15 იან. 2024 წასაკითხი დრო 1 წუთიჩეხური ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“-ის ორგანიზებით, იმერეთის და აჭარის რეგიონებში ჩატარდა ვორკშოპი თემაზე: „მედიაწიგნიერება - ციფრული უნარები სასკოლო განათლებაში.“ შეხვედრას საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგები, ადგილობრივი თვითმმართველობის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ვორკშოპები საზოგადოების დიდ დაინტერესებას იწვევს, რადგან ჩვენ ვაზიარებთ რესურებს, რომლებიც არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით, სწავლების პროცესს უფრო საინტერესოს და პროდუქტიულს ხდის.
ვორკშოპებზე პედაგოგებს ვაცნობთ OWIS-ის მეთოდოლოგიას, ვუზიარებთ სახელმძღვანელოს და სავარჯიშოებს, ასევე ვაწყობთ დოკუმენტური ფილმის ჩვენებას და განხილვას.
ძალიან გვახარებს თანამშრომლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და რეგიონებში მომუშავე სასკოლო საზოგადოების წევრებთან, რაც ჩვენი ახალგაზრდა თაობის მედიაწიგნიერების უნარების განვითარების და წარმატების საწინდარია.
პროექტი „მედიაწიგნიერება დემოკრატიული და მდგრადი საზოგადოებისთვის საქართველოში“ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, რადიო მარნეულთან პარტნიორობით ხორციელდება