ჩვენი საქმიანობა საქართველოში

გამოქვეყნებული 5 მარ. 2019 წასაკითხი დრო 1 წუთი

გლობალურად, PIN ისწრაფვის სამყაროსკენ, რომელშიც არ არსებობს, სიღარიბე, შესაძლებლობების სიმცირე ან დისკრიმინაცია. ორგანიზაციამ „ფიფლ ინ ნიდ" საქართველოში ფუნქციონირება 2006 წელს, საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნებული მოსახლეობის რეინტეგრაციის ხელშეწყობით დაიწყო. დღესღეობით, საქმიანობის დაწყებიდან 12 წლის თავზე, PIN-ის მისია საქართველოში საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა ამოსავალ პრინციპს კვლავ წარმოადგენს გაჭირვებაში მყოფი ადამიანების უზრუნველყოფა უფლებით თავისუფლად განკარგონ საკუთარი სიცოცხლე.

Kazbegi LAG Supported Kindergarten in Stepantsminda
© Foto: Tornike Turabelidze

საქართველოში PIN-ის საქმიანობის მთავარი მიზანია სიღარიბისა და უთანასწორობის დაძლევა, განსაკუთრებით სოფლად, შემდეგი მიდგომების გამოყენებით:

1) ღარიბი მოსახლეობის მიერ ეკონომიკური ზრდიდან სარგებლის მაქსიმალურად მიღება (სოფლის მეურნეობის განვითარება)

2) მოსახლეობის, ორგანიზაციებისა და ქსელების შესაძლებლობების გაძლიერება, მათ მიერ ცვლილებების ადვოკატირებისა და შემდგომი დანერგვის მიზნით (სამოქალაქო საზოგადოების განვითარება) და

3) საზოგადოების უკიდურესად ღარიბი და მოწყვლადი ჯგუფების დაცვა, რომლებიც დარჩენილნი არიან პროცესებს მიღმა (სოციალური დაცვა და ინტეგრაცია). ბუნებრივი კატაკლიზმების შემთხვევაში, PIN ასევე უზრუნველყოფს დაზარალებული მოსახლეობის სიცოცხლისა და ღირსების დაცვას. 


Author: Ramaz Chichinadze, Communication Officer

მსგავსი სტატიები