ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპს აცხადებს
გამოქვეყნებული 1 ოქტ. 2020 წასაკითხი დრო 2 წუთიევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) აცხადებს საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპს, იმ პროექტების დასაფინანსებლად, რომლებიც ხელს შეუწყობენ მუნიციპალიტეტის ადგილობრივ განვითარებას.
People in Need (PIN) საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან (ჯიპა) პარტნიორობით მხარს უჭერს წყალტუბოს LAG -ს, ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „წყალტუბოს განვითარების ჯგუფი“, ფარგლებში. პროექტი თანადაფინანსებულია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მიერ.
- I ეტაპი: იდეების დაფიქსირება ცხელი ხაზის მეშვეობით და პირველადი კონსულტაცია
- II ეტაპი: პირველადი საპროექტო განაცხადების წარდგენა;
- III ეტაპი: პირველადი საპროექტო განაცხადების შეფასება;
- IV ეტაპი: ტრენინგი სრული საპროექტო განაცხადის დასაწერად;
- V ეტაპი: სრული საპროექტო განაცხადების წარდგენა და შეფასება;
- VI ეტაპი: შერჩეულ განმცხადებლებთან გასაუბრება და საველე მონიტორინგი;
- VII ეტაპი: საბოლოო გადაწყვეტილება და საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერა.
საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში 2020-2024 ჩამოყალიბებული პრიორიტეტებისა და მიზნების შესაბამისი პროექტების განხორციელების გზით, გააუმჯობესოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობები ეკონომიკური დივერსიფიკაციის და ძირითად სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხარჯზე.
საგრანტო კონკურსით დაფინანსდება როგორც ბიზნეს (სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო სამეურნეო), ასვე საჯარო და სათემო პროექტები. აპლიკანტები შეიძლება იყვნენ როგორც კერძო, ასევე საქართველოში დარეგისტრირებული იურიდიული პირები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, არამომგებიანი ორგანიზაციები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და საინიციატივო ჯგუფები იმ პირობით, რომ პროექტი განხორციელდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში და აპლიკანტი ეთანხმება თანადაფინანსების პირობებს. დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ წყალტუბოს განვითარების ჯგუფის საგრანტო სახელმძღვანელო 2020.
საგრანტო კონკურსი შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:
განაცხადები მიღების ბოლო ვადაა 2020 წ. 16 ოქტომბერი, 18:00. დაგვიანებული და ხელით შევსებული (არა ნაბეჭდი) განაცხადები არ მიიღება. განაცხადები ივსება ქართულ ენაზე.
- “ენპარდის” - ვებსაიტს - www.enpard.ge
- „ფიფლ ინ ნიდ“-ის ვებსაიტი - www.PIN.ge
- „წყალტუბოს განვითარების ჯგუფი“-ს ვებსაიტი - www.tskaltubolag.ge
- წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგია 2020-2024
- წყალტუბოს განვითარების ჯგუფის საგრანტო სახელმძღვანელო 2020
- დანართი #1 - ბიზნეს პროექტის პირველადი განაცხადის ფორმა
- დანართი #2 - პირველადი განაცხადის შეფასების ფორმა ბიზნეს პროექტებისათვის
- დანართი #3 - საჯარო პროექტის პირველადი განაცხადის ფორმა
- დანართი #4 - პირველადი განაცხადის შეფასების ფორმა საჯარო პროექტებისათვის
- დანართი #5 - სათემო პროექტის პირველადი განაცხადის ფორმა
- დანართი #6 - პირველადი განაცხადის შეფასების ფორმა სათემო პროექტებისათვის
დამატებითი ინფორმაცია კონკურსისა და განაცხადების ფორმები შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ ვებსაიტებზე:
საგრანტო კონკურსის დოკუმენტაცია: