სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესარჩევი კონკურსი
გამოქვეყნებული 17 მარ. 2021 წასაკითხი დრო 3 წუთითუ ხართ:
- სამოქალაქო ორგანიზაცია (რეგისტირებული გასული სამი წლის განმავლობაში), ან
- არაფორმალური/საინიციატივო ჯგუფი და/ან სოციალური აქტივისტი/მოძრაობა;
თუ თქვენ:
- ცდილობთ ხალხის მობილიზებას თქვენს თემში, რათა გავლენა მოახდინოთ პოზიტიურ ცვლილებებზე,
- Გსურთ Წამოჭრათ მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც შესაძლებელია, ჯერ კიდევ არ არის პოპულარული საზოგადოებაში და გსურთ მათი მოგვარება
- მზად ხართ დრო და ენერგია დაუმთმოთ თქვენი ინიციატივის/ორგანიზაციის ან კამპანიის განვითარებას.
ჩვენ შენ გეძებთ!
ვინ ვართ ჩვენ?
„სამოქალაქო საზოგადოების აქტორები, როგორც ცვლილების ინიციატორები სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში“ არის რეგიონული პროექტი, რომელსაც ჩეხური არაკომერციული ორგანიზიაცია „ფიფლ ინ ნიდ“-ი ახორციელებს ევროკავშირის დაფინანსებით. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ შერჩეულ მონაწილეებს ცვლილებების მისაღწევად ხედვის შემუშავებასა და კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვაში. ასევე, შესაძლებლობების განვითარებასა და რესურსებზე წვდომაში რათა შეძლონ და გეგმები რეალობად აქციონ. ჩვენ მონაწილეებთან ერთად შევიმუშავებთ მათზე მორგებულ შესაძლებლობების განვითარების პროგრამას, რაც ხელს შეუწყობს მათი, როგორც საინიციატივო ჯგუფების ზრდას და მიზნების მიღწევას.
ჩვენი პროგრამით, შესაძლებლობა გექნებათ:
- განავითაროთ სტრატეგია თქვენი ინიციატივის / ორგანიზაციის / კამპანიისათვის,
- მონაწილეობა მიიღოთ ტრენინგებში, ისარგებლოთ ქოუჩინგის, მენტორობის პროგრამებით, კონსულტაციებით, სასწავლო ვიზიტებითა და სტიპენდიებით,
- ჩამოაყალიბოთ ან განავითაროთ თანამშრომლობა თქვენს მხარდამჭერებთან და მოხალისეებთან,
- მიიღოთ მხარდაჭერა კვლევის განხორციელებაში და თემატური ცოდნის Შეძენაში,
- ჩაერთოთ პოლიტიკის დიალოგში ადგილობრივ, ეროვნულ ან საერთაშორისო დონეზე,
- ერთობლივად იმუშაოთ მსგავს ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან საქართველოში და საზღვრებს გარეთ,
- Გაიგოთ თუ რატომ და როგორ ითანამშრომლოთ კერძო სექტორთან
- აღმოაჩინოთ და შეისწავლოთ რესურსების ორგანიზებისა და მართვის ეფექტური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გზები.
- მოიპოვოთ დაფინანსება თქვენი კამპანიის და ორგანიზაციის შიდა განვითარებისათვის (2021 წლის ივლის-აგვისტოში, ყველა მონაწილე, ვინც წარმატებით გაივლის პროგრამის პირველ ეტაპს, შეეძლებს შეიტანოს განაცხადი 10 000 ევრომდე შიდა დაფინანსებისთვის, რაც დაკავშირებულია მათ სტრატეგიულ გეგმებთან)
- გაეცნოთ დაფინანსების სხვა შესაძლებლობებს, რომლებიც საუკეთესოდ შეესაბამება თქვენს სტრატეგიას.
თავად ორგანიზაციის „ფიფლ ინ ნიდ“ ჰუმანიტარული სათემო საქმიანობა 1992 წელს დაიწყო, ომის კორესპონდენტთა მცირე ჯგუფის მიერ, რომელთაც აღარ აკმაყოფილებდათ არსებული კრიზისებისა და კონფლიქტების გაშუქება და სიტუაციის შეცვლა სურდათ. ჩვენი თანადამფუძნებელი და ამჟამინდელი დირექტორი შიმონ პანეკი ხავერდოვანი რევოლუციის დროს აქტივისტი სტუდენტი იყო. სწორედ იმ პერიოდში აღმოცენებული შემოქმედებითი ენერგია, სამოქალაქო მობილიზაცია და სოციალური პასუხისმგებლობა იქცა მამოძრავებელ ძალად იმისა, თუ ვინ ვართ დღეს.
ჩვენ პატივს ვცემთ სამოქალაქო საზოგადოების მრავალფეროვნებას და არ მოვითხოვთ მათგან ჩვენს მსგავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციად ჩამოყალიბების სტანდარტული გზის გავლას. მეორეს მხრივ, ჩვენ გვწამს,რომ შეგვიძლია ერთმანეთისგან ბევრი რამ ვისწავლოთ და შევიძინოთ.
მეტი იმის შესახებ, თუ ვის ვეძებთ
ჩვენი მიზანია 7 მონაწილის შერჩევა საქართველოში, პროექტის განხორციელების მეორე წელს. მონაწილეები შესაძლებელია აქტიურები იყვნენ შემდეგ სფეროებში (მაგრამ არამხოლოდ):
- თემის მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში
- საჯარო სერვისების ხარისხი
- კლიმატის ცვლილება და გარემო
- გენდერული თანასწორობა
- საზოგადოებრივი სივრცეები
- შრომითი უფლებები და სამუშაო პირობები
- სოციალური ინკლუზია, მოწყვლადი ჯგუფების უფლებები
- სამოქალაქო / სოციალური / ადამიანის უფლებების სხვა თემები ან COVID-19-ის ზემოქმედების შემცირება აღნიშნულ სფეროებში.
განსაკუთრებით დავუჭერთ მხარს განმცხადებლებს ისეთი ორგანიზაციებიდან და საინიციატივო ჯგუფებიდან, რომლებიც ძირითად საქმიანობებს რეგიონებში, დედაქალაქიდან მოშორებით ახორციელებენ.
არ განვიხილავთ განაცხადებს რელიგიური და პოლიტიკური ორგანიზაციებიდან.საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებებს ან მათთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს, რადგან აღნიშნული კონკურსი წარმოდგენილია სამოქალაქო სექტორის იმ წარმომადგენლებისათვის, რომლებიც არიან დამწყები აღნიშნულ სექტორში და არ არიან დაკავშირებული დიდი ორგანიზაციებთან;
ძირითადი ვადები:
- აპლიკაციის შეტანის ბოლო ვადა: 7 აპრილი, 23:30 საათი, ელექტრონული ფოსტა: Georgia-CSA@peopleinneed.cz
- საინფორმაციო სესია: 25 მარტი, 12:00 საათი, ზუმის პლატფორმის გამოყენებით
შეხვედრის საიდენტიფიკაციო ნომერი / Meeting ID: 846 8085 3752
შეხვედრის პაროლი / Passcode: 708848
- გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი კითხვები კონკურსის შესახებ 2 აპრილამდე შემდეგ მისამართზე: Georgia-CSA@peopleinneed.cz ;
- ინტერვიუ წინასწარ შერჩეულ კანდიდატებთან: გაიმართება ეტაპობრივად.
- შედეგები გამოქვეყნდება: 6 კვირის ვადაში კონკურსის დასრულებიდან შემდეგ ვებ გვერდზე - http://www.pin.ge/
სამიზნე ორგანიზაციების შერჩევის შემდეგ დაგეგმილია:
- პროექტის დაწყების სამუშაო შეხვედრა შერჩეული კანდიდატებისათვის.
- ორგანიზაციების შესაძლებლობების შეფასება და სტრატეგიული განვითარება,
- სტრატეგიასთან დაკავშირებული დაფინანსების შესაძლებლობები.
- შესაძლებლობების განვითარება და თანამშრომლობის გაღრმავება.თუ გსურთ მონაწილეობა, გთხოვთ შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე Georgia-CSA@peopleinneed.cz ქართულ ან ინგლისურ ენაზე 7 აპრილამდე!